მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 47:4

3. ღმერთი თავის სადგომში ცნობილია, ვითარცა სიმაგრე.4. რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.5. ნახეს მათ და განცვიფრდნენ, შეძრწუნდნენ და გაეჩქარნენ.
ფსალმუნები თავი 47
4. რადგან აგერ შეიკრიბნენ მეფენი და განვლეს ერთად.
ფსალმუნი 47-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ფსალმუნი დავითისი, ძეთა კორეთა, მეორისა შაბათისა“ ().

„დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისა მთასა წმიდასა მისსა.“ ().

„ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისათა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოსანი, ქალაქი მეუფისა დიდისა.“ ().

1. სიონის განმტკიცება და საყოველთაო სიხარული

აქაც იგი ომებისაგან გათავისუფლებასა და ბრძოლისაგან თავისუფლებას გამოხატავს. რადგან ბაბილონელთაგან დაბრუნებულებმა, ხანგრძლივი ტყვეობისაგან გათავისუფლებულებმა, მამაპაპეული მიწა დაიბრუნეს და მრავალ ომს გადაურჩნენ; ყოველივე ამისათვის მადლობას სწირავდნენ ამ სიკეთეთა მიზეზს, ამ საგალობლებს გალობდნენ და ამბობდნენ: „დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად“ (). „დიდიაო“, ამბობენ, მაგრამ რამდენად დიდია, ამას აღარ ამბობენ, რადგან ეს არავინ იცის; ამიტომაც დაურთო:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის