...მოწყობას რომ განიხილა, წამოიძახოდოდა: „ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ" (), თუ (ასე წამოიძახოდა) კაცი, რომელიც ესოდენ სულიწმიდის ღირსქმნილი იყო და რომელსაც მიცემული ჰქონდა შემეცნება „უჩინოთა და დაფარულთა სიბრძნისა" მისისა (), მაშინ რას ვიტყვით ჩვენ, მიწა და ნაცარი, – ჩვენ, რომლებმაც მუდმივად თავი უნდა ჩავღუნოთ და სამყაროს უფლის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობას გავიკვირვოთ? რას ვამბობ წინასწარმეტყველზე? ნეტარი პავლე, ეს ცისმაღალი სული, ხორცით შემოსილი და უხორცო ძალებს მსგავსი, ვინც მიწაზე დადიოდა, მაგრამ მოშურნეობით ცას მიმოსდებდა, მან, ღვთის განგებულების მხოლოდ ერთ ნაწილში რომ ჩაიხედა (იუდეველთა და წარმართთა შესახებ, რომელთაგან პირველნი განიშორა, მეორენი კი მიიღო), გაოცებული და განცვიფრებული, ხმამაღლა წამოიძახა: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (). აქ სიამოვნებით ვკითხავ მათ, ვინც ბედავს ღვთის ძის შობის გამოკვლევას და ბედავს სულიწმიდის ღირსების დამცირებას: საიდან, მითხარით, ასეთი თავხედური კადნიერება?...
ფსალმუნები 50:8
7. მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.8. მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.9. სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
ფსალმუნები თავი 50