მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 54:23

22. მიანდე უფალა შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას.23. ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.
ფსალმუნები თავი 54
23. ღმერთო, შენ ჩაგყავს ისინი ჯოჯოხეთში, სისხლის მოყვარულნი და ვერაგნი ნუ მიაღწევენ თავიანთ დღეთა ნახევარს; ხოლო მე შენ გესავ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. წერილი როგორც სულიერი წამალი:

...ლი წავა აქედან. სხვა მწუხარებს და დარდობს, უკიდურესი სიღარიბით დატვირთული და ხედავს, როგორ არიან სხვები სიმდიდრით, ფუფუნებითა და ბრწყინვალებით გარშემორტყმულნი; მაგრამ ისიც ისმენს იმავე წინასწარმეტყველის სიტყვებს: «მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა სცეს შერყევაჲ უკუნისამდე მართალსა» (), და კიდევ: «ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა; რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა» (). კიდევ სხვა დარდობს, სხვებისგან შეურაცხყოფასა და ცილისწამებას იტანს და ცხოვრებას აუტანლად მიიჩნევს, რადგან არსაიდან ადამიანურ დახმარებას ვერ იღებს; მაგრამ ისიც იმავე ნეტარი წინასწარმეტყველისგან ისწავლის, რომ ასეთ გარემოებებში ადამიანურ დახმარებას არ მიმართოს, მისი სიტყვების მოსმენით: ისინი «სიყუარულისა ჩემისა წილ მასმენდეს მე, ხოლო მე ვილოცევდ» ()

ხედავ, სად ეძებს დახმარებას? სხვები, ამბობს, ვერაგობას, ცილისწამებასა და მზაკვრობას აგებენ; ხოლო მე შეურყეველ კედელს მივმართავ, სანდო ღუზას, მშვიდ ნავსაყუდელს — ლოცვას, რომლის მეშვეობითაც ყოველი ჩე...

სრულად ნახვა