...რამეთუ ესევითარი არს ნაცვალი სიყუარულისა მათისა, და პირველ მუნ მისლვისა აქავე დამსჯელ და მიმძლავრებულ მოყუარეთა მათთა არიან, რამეთუ თითოეული ვნებაჲ უძჳრეს და უმძჳნვარეს არს მჴეცისა და განუძღომელად მტანჯველ სულისა მის შემწყნარებელისა მისისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შუანი ლომისანი არიან შუანი მისნი“, და უფროჲსად ფრიად უძჳრეს შუა-თა ლომისათა. რამეთუ ლომმან ერთგზის შეჭამის შთავრდომილი იგი ჴელთა მისთაჲ და წარვიდის, ხოლო ესე ვნებანი არცა განძღებიან, არცა განე-შორებიან მორჩილთა მათთა, ვიდრემდის მისცენ იგინი ჴელთა ეშმაკისათა.
არა არს განძღომაჲ, არცა აღსასრული გულისთქუმათა ცოდვისათა, ჯაჭჳ არს ბოროტი ერთიერთისადა გამოკიდებულ ჩუეულებაჲ ვნებათაჲ. არა აქუს აღსასრული, არცა განძღომაჲ, ვიდრემდის უფსკრულსა ჯოჯოხეთისასა შთააგდის უბადრუკი იგი სული. იხილეთ, უკუეთუ არა ყოველნი ვნებანი ესრეთ არიანა? გინა თუ ვეცხლისმოყუარებაჲ სთქუა, გინა თუ გემოჲსმოყუარებაჲ, გინა თუ დიდებისმოყუარებაჲ, ყოველნივე მძლავრობით მიზიდვენ მოყუარეთა და მორჩილთა მათთა ჩუეულებითა მით, რომლი-თა მიიღეს მათ ჴელმწიფებაჲ. ამისთჳს ანგაჰრი იგი ვეროდეს განძღების ანგაჰრებითა და მიმოტაცებითა, მსიძავი ვერ განძღების ბილწებითა მით, დიდებისმოყუარე ეგრეთვე, რამეთუ დიდი აქუს ამასცა ვნებ...