მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 58:7

6. დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.7. აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.8. ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
ფსალმუნები თავი 58
7. აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგჳდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და იტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (15,23-27).:

...იდოდა, არამედ ძაღლად სახელ-სდვა მათ და ჰურიათა - შვილად. ხოლო ვინაჲთგან უშჯულოთა მათ არა შეჰრცხუენა, არცა შეძრწუნდეს ჴელისა მიყოფად მის ზედა, წინაუკუმოიქცა სახელი ესე, და იქმნეს იგინი ძაღლ და გამოეჴუნეს საღმრთოჲსა მის საზრდელისაგან, ვითარცა თქუა მათთჳს დავით: „მიიქცენ მწუხრი და [და]ყმებოდიან, ვითარცა ძაღლნი“. ხოლო წარმართთა შეიწყნარეს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ, და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი.

ხოლო რაჲსათჳს ესოდენი აჩუენა უფალმან დედაკაცსა მას მძიმედ შეწყნარებაჲ ვედრებისა მისისაჲ? არა თუ არა ენება მიცემად მისა თხოვაჲ იგი, რამეთუ უკუეთუმცა არა ენება, არცამცა მიეცა, არამედ იცოდა უფალმან, თუ ვითართა სიტყუათა ეგულებოდა დედაკაცსა მას თქუმად. ამისთჳს ჰყოვნიდა მინიჭებად მისა, რაჲთა გამოაცხადოს გონებაჲ მისი, სავსე სიბრძნითა და სარწმუნოებითა და სიმდაბლითა. და ვითარცა-იგი ასის-თავსა მის ზე ქმნა, რამეთუ თქუა: „მოვიდე და განვკურნო იგი“, რაჲთა გამოცხადნეს სარწმუნოებაჲ მისი, ვითარ მიუგო, ვითარმედ: „არა ღირს ვარ მე, რაჲთამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“; და წიდოვნისა მისთჳს იტყოდა: „ვინ შემახო მე?“...

სრულად ნახვა