მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 6:1

1. რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდისლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი.2. შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
ფსალმუნები თავი 6
1. რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდისლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი.
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ ().

1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება

როცა ღვთის მიმართ გულისწყრომასა და რისხვას გაიგონებ, ნურაფერს კაცობრივს იეჭვებ, რადგან ეს დამდაბლების სიტყვებია. რადგან ღვთაება ყოველივე ამისგან თავისუფალია. ასე კი იმიტომ საუბრობს, რომ უხეშთა გონებას მისწვდეს. ჩვენც ხომ, როცა ბარბაროსებთან ვსაუბრობთ, მათ ენას ვიყენებთ; და თუ ბავშვს ველაპარაკებით, მასთან ერთად ტიტინს ვიწყებთ და, თუნდაც ათასგზის ბრძენნი ვიყოთ, მის სიმდაბლემდე ჩამოვდივართ. და რა არის საკვირველი, თუ ამას სიტყვებით ვაკეთებთ, მაშინ როცა საქმეებითაც ასე ვიქცევით: ბავშვის გამოსასწორებლად ხელებს ვიკბენთ და გულისწყრომას მოვაჩვენებთ? ასევე ღმერთიც, როცა უხეშთა გონებას მისწვდეს სურს, ასეთ სიტყვებს იყენებს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის