მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 6:5

4. შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.5. რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?6. მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
ფსალმუნები თავი 6
5. რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?
ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე“ ().

1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება

როცა ღვთის მიმართ გულისწყრომასა და რისხვას გაიგონებ, ნურაფერს კაცობრივს იეჭვებ, რადგან ეს დამდაბლების სიტყვებია. რადგან ღვთაება ყოველივე ამისგან თავისუფალია. ასე კი იმიტომ საუბრობს, რომ უხეშთა გონებას მისწვდეს. ჩვენც ხომ, როცა ბარბაროსებთან ვსაუბრობთ, მათ ენას ვიყენებთ; და თუ ბავშვს ველაპარაკებით, მასთან ერთად ტიტინს ვიწყებთ და, თუნდაც ათასგზის ბრძენნი ვიყოთ, მის სიმდაბლემდე ჩამოვდივართ. და რა არის საკვირველი, თუ ამას სიტყვებით ვაკეთებთ, მაშინ როცა საქმეებითაც ასე ვიქცევით: ბავშვის გამოსასწორებლად ხელებს ვიკბენთ და გულისწყრომას მოვაჩვენებთ? ასევე ღმერთიც, როცა უხეშთა გონებას მისწვდეს სურს, ასეთ სიტყვებს იყენებს. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის