...„და უფლისა იესუ ქრისტეს – სასოებისა ჩუენისაჲთა"** (). დააკვირდი, რა ზედმიწევნით დაადგინა წოდებები? და აი, ფსალმუნმგალობელი ამას მამის შესახებ ამბობს: „სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო" (); კვლავ ნეტარი პავლე სხვაგან წერს: „რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა" ().
მოძღვრისთვის აუცილებელია საფრთხეთა მოთმინება — და მოწაფეებზე ბევრად მეტისა. რამეთუ ამბობს: „დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი" (). ვინაიდან ეს ასე ხდება, ეშმაკი მათ წინააღმდეგ უფრო მძაფრად ქრის, რადგან მათ მოსპობასთან ერთად სამწყსოც იფანტება. რამეთუ როცა ცხვრებს კლავს, სამწყსოს ამცირებს; მაგრამ როცა მწყემსს შუაგულიდან მოაშორებს, მთელ სამწყსოს ღუპავს. ამიტომ, ვინაიდან ნაკლები შრომით უფრო დიდ ზიანს...