მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 65:19

18. სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.19. ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.20. კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.
ფსალმუნები თავი 65
19. ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ვ̂. ღმრთისმეტყუელებისათჳს ძისა დიდებითა მამისაჲთა და ძლევისათჳს ბოროტისა, სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ცხორებად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე მივწერე თქუენდა მორწმუნეთა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ გაქუს, რაჲთა გრწმენეს სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა. და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელი მაქუს მისსა მიმართ, რამეთუ უკუეთუ რაჲმე ვითხოოთ ნებისაებრ მისისა, ისმენს ჩუენსა, რაჲცა-იგი ვითხოოთ, და უწყით, რამეთუ მოვიღოთ თხოვაჲ იგი, რომელი ვითხოვეთ მისგან (5,13-15).:

...თსა, რაჲთა მთხოელი იგი კადნიერ იყოს სიტყუად: "უსამართლობასა თუ მივხედევდ გულითა ჩემითა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი" (). ესე იგი არს, რაჟამს არარას განხრწნადსა ანუ განმხრწნელსა და სულისა მავნებელსა ვითხოვდეთ, მაშინღა ითქუმის, ვითარმედ: "ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან" (). რაჲსა "ამისთჳს"? — არამედ რამეთუ არარაჲ სოფლიოთა მავნებელთაგანი რაჲმე ვითხოე, გარნა რაჲ-იგი მან უწყის უმჯობესი მოცემად ჩუენდა. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ არა უწყით უმჯობესი ჩუენი, ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოველსა სათხოელსა ზედა დავჰრთოთ ღმრთისა მიმართ: ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ.

სრულად ნახვა