...იტყვაა, მითხარი? ის სიტყვა, მოციქულთა მეშვეობით წარმოგზავნილი, რომელმაც ფრთაზე უფრო მსუბუქად ყოველივე მოიარა. ამიტომ დავითიც, როცა ამას სხვაგან საიდუმლოდ მიანიშნებს, ამბობს: „უფალმან სცეს სიტყუაჲ, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა“ ().
თუ ვინმე უგუნურთაგან დაეჭვდეს, სტიქიათა მოვლენებიდან მიიღოს მტკიცებულება და ისწავლოს, როგორ მოდის თოვლი ერთბაშად და დროის ერთ უმოკლეს მონაკვეთში მთელ დედამიწას ფარავს: არა ისე, რომ მის ზედაპირს თანდათანობით შემოუვლიდეს, არამედ ერთბაშად მოსავს მას. ამრიგად, რადგან იგი წინასწარმეტყველი იყო და საფიქრებელია, რომ ამ სიტყვებით მომავალს წინასწარ აცხადებდა და მასზე ანაგოგიურად, საიდუმლოდ მიანიშნებდა, იგი სათანადოდ ჩერდება სტიქიათა შესახებ მსჯელობაზე. ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: მთელი დედამიწა ღვთის სიტყვით დამოძღვრილი იქნება, თანაც დიდი სისწრაფით და მცირე დროში. შემდეგ, რათა ვინმემ არ იეჭვოს: თუ იუდეველები, ერთი ერი, ამდენ ხანს ასეთი მზრუნველობით სარგებლობდნენ და მაინც ღირსნი არ გამო...