მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 68:2

1. გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.2. ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.3. მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
ფსალმუნები თავი 68
2. ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...ამოითხოვ შენს ცოდვათა შენდობას? როგორ მიიზიდავ მეუფეს წყალობისკენ, როცა ვედრებას ასე უდიერად წარადგენ? „მიწყალე მე, ღმერთო“ () ამბობ, და წყალობისთვის უცხო ზნეს აჩვენებ. „მაცხოვნე მე“ () შეჰღაღადებ, და ხსნისთვის უცხო სახეს გამოსახავ. რა აქვს საერთო ვედრებასთან ხელებს, რომლებიც განუწყვეტლივ მაღლა იწევა და უწესრიგოდ ტრიალებს, ან მძაფრ ყვირილს, რომელიც სუნთქვის ძალდატანებული ბიძგის გამო გაურკვეველია? განა ამათგან ზოგი გზაჯვარედინებზე მეძავ ქალთა საქმე არ არის, ზოგი კი თეატრებში მყვირალთა? მაშ, როგორ კადნიერდები, რომ ამ ანგელოზებრივ დიდებისმეტყველებას დემონების თამაშობანი შეურიო?

და როგორ არ გრცხვენია იმ ხმისა, რომელსაც წარმოთქვამ, როცა ამბობ: „ჰმონეთ უფალსა შიშით და გიხაროდეთ მისით ძრწოლით“ ()1?...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტეს გამოჩინების სიყვარული და საღმრთო წყურვილი:

...ლისხმობ; ისინი ხომ მხეცებზე უფრო სასტიკნი არიან; ნუ ენდობი მდინარ საგნებს, რათა მტკიცედ დგომა შეძლო. წყალზე არავინ დგას, კლდეზე კი ყველანი უსაფრთხოდ დგანან. ამქვეყნიური საქმეები წყალია, რადგან ამბობს: „შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე“ (), როგორც წამღები ნიაღვარი. სულიერი საქმეები კლდეა, რადგან ამბობს: „და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი“ (). ამქვეყნიური საქმეები ლამი და ტალახია; ამათგან თავი ამოვიზიდოთ, რადგან ასე შევძლებთ ქრისტეს გამოჩინებას ვეწიოთ. ყოველივე, რაც დაგვატყდება, დავითმინოთ; ყველაფერში საკმარისი ნუგეშია ქრისტესთვის ვნება; ეს საღმრთო შემლოცველი სიტყვა გავიმეოროთ და ჭრილობის ტკივილი შეწყდება. და როგორ შეიძლება ქრისტესთვის ვნება? — ამბობს. ვინმემ ცილი დაგწამა უბრალოდ, არა ქრისტესთვის? თუ დიდსულოვნად აიტან, თუ მადლობას შესწირავ, თუ ცილისმწამებლისთვის ილოცებ, ამ ყველაფერს ქრ...

სრულად ნახვა