...:2). რადგან სხვა ფსალმუნებიც შეიცავს ამ სიტყვას, როგორც ის, რომელიც ამბობს: „მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდე“ (). და კვლავ: „შენი არს დღე და შენი არს ღამე“ (). და კვლავ ეს: „მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან“ (); და ბევრი ისეთი ფსალმუნის პოვნა შეიძლება, რომელიც საღამოს ჟამისთვის შესაფერისია. ამიტომ მამებმა ეს ფსალმუნი ამის გამო კი არ დააწესეს, არამედ მაცხოვნებელ წამლად და ცოდვათა განსაწმენდელად დაადგინეს მისი თქმა, რათა რაც მთელი დღის განმავლობაში შემოგვეკრობა — ბაზარში, სახლში თუ სადაც უნდა ვიმყოფებოდეთ — საღამოს, ამ სულიერი საგალობლით, მოვიშოროთ. რადგან იგი ყოველივე ამის გამანადგურებელი წამალია. ასეთია დილის ფსალმუნიც; არაფერი გვიშლის ხელს, მოკლედ ისიც მოვიხსენიოთ. რადგან იგი ღმრთისადმი ლტოლვას აღანთებს, სულს გამოაფხიზლებს, ძლიე...
15. შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშრე ძლიერი მდინარენი.16. შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე.17. შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე.
ფსალმუნები თავი 73