...ქრისტეანობასა შინა ჰურიაებრნი წესნი, არამედ მან ეგრეთცა აჩუენოს, ვითარ თუმცა იმარხვიდა შჯულსა, მოქმედებითა რაჲთმე მათებრვე, რაჲთა აღეშენნენ იგინი. ხოლო ლოცვაჲ ესე, რომელ აქუნდა ოთხთა მათ კაცთა, აღთქუმაჲ არს. რამეთუ მრავალსა ადგილსა წმიდათა წერილთასა ნაცვალად "აღთქუმისა" "ლოცვაჲ" თქუმულ არს: "ილოცეთ და მიეცით" () — ამის წილ, ვითარმედ: "აღუთქუთ და აღუსრულეთ". რამეთუ ესე ჩუეულებაჲ იყო წარმართთაჲ, რომელ ვეცხლი შეაწონიან ძესა თჳსსა და საწონი მისი შეწირიან ღმრთისა. ხოლო უფალმან ჰურიათა შორის აღასუბუქა ფასი ესე. და აღრიცხუვასა შინა პირმშოთასა განაწესა წულისათჳს ერგასისი დიდრაქმაჲ, ხოლო ქალისათჳს ოც და ათი, საჴსრად პირმშოებისა მათისა, ვითარცა წერილ არს წიგნსა რიცხუთასა აღრიცხუვასა მას შინა ლევიტელთასა. ხოლო უკუანაჲსკნელ-რე წარმართთაცა შორის შემცირდა ესე, რამეთუ ნაცვალად ძისა საწონისა თმაჲ მოზრდილი და თხზული მოჰკუეციან და ამისი საწონი ოქროჲ შეწირიან ღმრთისა. ხოლო აწ ლოცვად სახელდებულისა ამის აღთქუმისა სახენი მრავალ იყვნეს ისრაიტელთა შორის. რამეთუ რაჟამს სენსა რასმე ანუ განსაცდელსა შთავარდიან, რომელმან-მე აღუთქჳს შეწირვაჲ მსხუერპლთაჲ, სხუამან — საჴმართაჲ, სხუამან — თავისა თჳსისაჲ, სხუამან — დღეთა რათმე რიცხუედთა არა სუმაჲ ღჳნისაჲ გინა არა კუეცა...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე.ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.2. და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.3. იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.4. ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.5. გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.6. შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.7. შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?8. ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;9. როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.10. რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.11. აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.12. ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.