...სნეულნი მათნი, ჯერ-იჩინა ყოველთა ზედაცა ქმნად ამის სასწაულისა, რაჲთა არა მხილველ ოდენ იყვნენ სხუათა ზედა ქმნილთა სასწაულთა, არამედ კაცად-კაცადმან მიიღოს ნიჭი საკჳრველებისა მისისაჲ; და რომელ-იგი მამათა მათთა უდაბნოსა ზედა შეუძლებელად შეერაცხა და იტყოდეს: „ჴელ-ნუ-იწიფოსა ღმერთმან განმზადებად ტაბლაჲ უდაბნოსა?“ და კუალად იტყოდეს: „პურის-ცემადცა ნუ უძლოსა ღმერთმან, ანუ განმზადებად ტაბლაჲ ერსა თჳსსა?“ ესევითარი ესე საკჳრველებაჲ ესერა საქმით უჩუენა. ამისთჳს უდაბნოდ აღიყვანნა, რაჲთა უეჭუელ იყოს საქმე იგი და ვერვინ თქუას, თუ მახლობელისა მისგან დაბისა მოიღეს ჭამადი. ამისთჳს ადგილსაცა აჴსენებს და ჟამსაცა, რამეთუ მწუხრი იყო. და ამასცა ვისწავებთ საქმისა ამისგან, თუ ვითარ ნეტართა მათ მოწაფეთა გარეწარად და შეურაცხად აქუნდა ჴორციელი ზრუნვაჲ. ამისთჳსცა ათორმეტთა ადგილსა უდაბნოსა მიმავალთა სხუაჲ არარაჲ აქუნდა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი; რამეთუ ყოველივე მოსწრაფებაჲ მათი სულიერსა ზედა იყო, და მცირედნიცა იგი პურნი, უბრძანა რაჲ უფალმან მიცემად ერისა მის, გულსმოდგინედ მისცეს და არა თქუეს, თუ: ჩუენ ვინაჲ გამოვიზარდნეთ? რაჲთა ვისწაოთ ჩუენ, დაღაცათუ მცირედი გუაქუნდეს, მის მცირედისაგანცა მიცემაჲ გლახაკთ...
ფსალმუნები 77:19
18. ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.19. და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?20. ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
ფსალმუნები თავი 77