მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 80:6

5. დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.6. მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.7. გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.
ფსალმუნები თავი 80
6. მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).:

...თჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არცა ჴმაჲ მისი გესმა თქუენ სადამე და არცა ხატი მისი იხილეთ“ (5,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვითარ მოსე იტყჳს თავისა თჳსისათჳს, ვითარმედ: „მოსე ეტყოდა, და ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა“? და დავით იტყჳს: „ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა“; და კუალად ხილვასა მისსა იტყჳან ესაია და იერემია და ეზეკიელ და სხუათა მრავალთა. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე ქრისტესი? გარნა ესე არს, რამეთუ ენება, რაჲთამცა მცირედმცირედ ასწავა მათ გულისხმის-ყოფად კეთილი, რაჲთა ცნან, ვითარმედ არცა ჴმაჲ არს ღმრთისაჲ, არცა ფერი, რაჲთამცა ესმა კაცსა ანუ იხილა, არამედ უზეშთაეს არს სახეთა და სიტყუათა ესევითართა ღმერთი. რამე-თუ არა თუ იტყჳს, თუ: ღმერთი ჴმასა გამოიღებს, გარნა არა სასმენელსა, ანუ თუ ფერი რაჲმე აქუს არა სახილველი, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ არარაჲ არს ნივთიერთა ამათ საქმეთაგანი ღმრთისა თანა. რამეთუ რაჲთა არა თქუან, ვითარმედ: ღმერთი მოსეს ოდენ ეტყოდა, ვითარცა-იგი თქუესცა, ვითარმედ: „ჩუენ ვიცით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით, ვინაჲ არს“, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არცა ჴმაჲ არს ნივთიერი ღმრთისა თანა, არცა ფერი, და არა თუ ოდენ...

სრულად ნახვა