მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 83:11

10. რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.11. რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.12. უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.
ფსალმუნები თავი 83
11. რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. მწყემსთა შუღლი და აბრაამის მშვიდობისმოყვარეობა (13:5-8):

...დე და სიწყნარე, და მუდმივად ღვთის მსახურებას ეწეოდა. ის მივიდა, ნათქვამია, იმ ადგილამდე, სადაც ადრე საკურთხეველი აღმართა და ღვთის სახელს ხადოდა, და ამით დიდი ხნის წინ, წინასწარ აღასრულა ის, რაც დავითმა თქვა: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (). უდაბნო, ღვთის სახელის ხადებისთვის, მისთვის ქალაქებზე ძვირფასი იყო. მან იცოდა, იცოდა, რომ ქალაქების დიდებას არა შენობათა სილამაზე და მცხოვრებთა სიმრავლე შეადგენს, არამედ მკვიდრთა სათნოება. აი, რატომ იყო უდაბნოც, მართლის სათნოებით შემკული, ქალაქებზე უკეთესი და დასახლებულ ქვეყანაზე სახელოვანი. „და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები... და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად" (დაბ 13:5–6). არამხოლოდ თავად პატრიარქს გაუმრავლდა ქონება, არამედ „ლოთისაც იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები". შესაძლოა, ნაწილი თავად პატრიარქმა, გულუხვმა, აჩუქა ძმისწულს, ნაწილი კი სხვებმა მისცეს პატრიარქისადმი პატივისცემით. „და არა იტევდა მათ, — ნათქვამია, — ქუეყანა... რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად" (...

სრულად ნახვა