მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 85:5

4. ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი.5. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.6. მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა.
ფსალმუნები თავი 85
5. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. წმინდანთა ხსენება და სასჯელის მაგალითები:

...რადგან იგი იწოდება „მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), და კეთილია ისე, როგორც წერია: „არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ“ (); და კიდევ: „ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე“ (); და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მისი მოქცევა და სიცოცხლე: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მაშ, როგორ არის კაცთმოყვარე? როგორ არის მოწყალე?...

სრულად ნახვა