...რაჟამს მდაბალსა თანა მივიდეს, მას არაჲ ევნების დიდებისა თჳსისაგან, ხოლო მდაბალსა მას აღამაღლებს თავისა თჳსისა თანა, ვითარცა უფალმანცა ქმნა, რამეთუ თჳსი ბუნებაჲ არა თუ დაამცირა გარდამოსლვითა მით, ხოლო ჩუენ, „ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა მსხდომარენი“, ; ; (106,10,14) აღგუამაღლნა და მიგჳყვანნა დიდებასა მას მიუწდომელსა. რამეთუ მეფჱცა უკუეთუ გლახაკსა ვისმე სიტკბოებით ეტყოდის, თავსა თჳსსა არას ავნებს, ხოლო მას პატიოსანჰყოფს. და უკუეთუ უნდოსა ამას შინა ბუნებასა კაცთასა დიდებულსა გლახაკსა თანა ყოფისაგან არაჲ ევნების, უხრწნელსა მას და შეუხებელსა ბუნებასა რაჲმცა ევნო, რომლისა პატივი არა მოპოვნებული არს, ვითარიგი კაცისაჲ, არცა მომავალი და კუალად წარმავალი, არამედ ყოველივე მისი შეურყეველ არს და მტკიცე უკუნისამდე. და ამისთჳს რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ჴორციელ იქმნა“, ნუ შეშფოთნები. არა თუ არსებაჲ ბუნებისა მისისაჲ ჴორციელად შეცვალა, რამეთუ ამისი მოგონებაჲცა საშინელ არს, არამედ მისი ბუნებაჲ, ვითარ იყო, ჰგიეს, და ხატი მონისაჲცა შეიმოსა. ხოლო მახარებელმან თქუა, ვითარმედ: „ჴორციელ იქმნა“, რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ უცნებაჲ რაჲმე იყო ჴორცთა...
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. გალობა.ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდისლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა. უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.2. მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.3. რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.4. შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.5. მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.6. მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.7. მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.8. შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.9. თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.10. ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.11. განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?12. შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?13. მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.14. რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?15. ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.16. თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.17. გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.18. შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.