...აქ შობის ნამდვილობა წარმოაჩინა. მაშ რა? მხოლოდ მთიების წინ არის? არავითარ შემთხვევაში. რადგან სხვაგანაც ამბობს: „მთოვარის უწინარესია საყდარი მისი“ (). და არა მხოლოდ მთოვარის უწინარეს, რადგან მამაზეც ამბობს: „პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ“ (). არა მხოლოდ საუკუნიდან არის, არამედ საუკუნის უწინარესაც; და არც მხოლოდ საუკუნემდეა, არამედ უსასრულოდ არის. ამიტომ სიტყვებზე ნუ წაბორძიკდები, არამედ აზრი ღვთისმშვენიერად მიიღე. და იხილე წინასწარმეტყველის სიბრძნე.
ფსალმუნი აქედან არ დაუწყია: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ“ (), არამედ ჯერ მისი აღსრულებული საქმეები აჩვენა და საქმეთაგან გამოაცხადა იგი, შემდეგ კი „უფლის“ სახელწოდებით აჩვენა მის...