მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნები 96:2

1. უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.2. ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.3. ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
ფსალმუნები თავი 96
2. ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:

...ე იტჳრთეს იგი ჴორციელთა მათ თუალთა?

ხოლო სიტყჳსა მის მიმართ პეტრესა არარაჲ მიუგო უფალმან, არცა მოსე ანუ ელია, არამედ მამამან ზეგარდამო ჴმა-სცა ღრუბლით გამო. რაჲსათჳს ღრუბლით გამო? რამეთუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვაჲ მისი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ღრუბელი და ნისლი გარემო მისა“, და „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად მისა“, და „მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა“. და ამაღლებისათჳს უფლისა იტყჳს ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვი-თარმედ: „ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა“. ხოლო რაჲთა გულსავსე იქმნენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს ჴმაჲ იგი, ამისთჳს წერილისაებრ ღრუბელი ნათლისაჲ მოჰფინა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაჲ ღმერთი მოსეს და უნდა, რაჲთა შიში დასდვას უგულისჴმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელის...

სრულად ნახვა