მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რიცხვნი 11:6

5. გვაგონდება თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი.6. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.7. ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად.
რიცხვნი თავი 11
6. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 111-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის შიში და მცნებათა სიყვარული:

...ძნელად აჩვენებს, ხოლო გულმოდგინება ძნელსაც უადვილესად: იუდეველები მაშინ, როცა მანანით ტკბებოდნენ, დრტვინავდნენ და სიკვდილს ნატრობდნენ, პავლე კი, შიმშილს რომ ებრძოდა, ხარობდა და კრთოდა სიხარულით. ისინი კი ამბობდნენ, რომ მანანის გამო სული დაეშრათ: „სული ჩუენი დამდნარ არს“ (). და კიდევ ამბობდნენ: „არა ყოფისათჳს საფლავთასა ეგჳპტეს გამომიყუანენა ჩუენ მოსიკუდიდ უდაბნოსა ზედა?“ (). პავლე კი ამბობდა: „მიხარის ვნებათა მათ შინა“ და „აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა“ ().

რომელ ვნებებს გულისხმობს? შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს და ყოველივე სხვას. „მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად“ (). ხოლო როგორ შეიძლება ეს მოხდეს? თუ ზედმიწევნით გვეშინია კიდეც და გვიყვარს კიდეც ღმერთი...

სრულად ნახვა