მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რიცხვნი 15:32

31. რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.32. ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.33. მიიყვანეს მპოვნელებმა შეშის შემგროვებელი კაცი მოსესთან და აარონთან, მთელს საზოგადოებასთან
რიცხვნი თავი 15
32. ერთხელ, როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).:

...არკ. 2,27) რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა არს ესოდენ საჭირო და თანაწარუვალ მცნებაჲ ესე შაბათისაჲ, უფროჲსღა, ვინაჲთგან მოსრულ არს უფალი შაბათისაჲ და რჩულისმდებელი ყოველთაჲ, მეუფე იგი დიდებისაჲ.

ხოლო უკუეთუ არა თანაწარუვალი იყო მცნებაჲ შაბათისაჲ, ვითარ იტანჯა, რომელი-იგი შეშასა კრებდა შაბათსა შინა? ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ დაწყებაჲ იყო მაშინ შჯულისაჲ და საცნაურ იყო ჰურიათა სიფიცხე და უკეთურებაჲ. უკუეთუმცა ერთგზის ადგილცემულ იყო შეურაცხებად წესთა შჯულისათა, არცამცა ერთი დამარხულ იყო; ამისთჳს განეწესა მა-შინ ტანჯვაჲ მისი, რაჲთა სხუანი შეშინდენ.

მაშინ უკუე კეთილ იყო შაბათისა უქმობაჲ, რამეთუ ასწავებდა მათ კაცთმოყუარებასა, მოაჴსენებდა საქმეთა ღმრთისათა, აწუევდა განშორებად ბოროტისაგან; რამეთუ ესე იყო უქმობისა მის ძალი, რაჲთა ბოროტთაგან განეყენნენ, არა თუ კეთილთა, რამეთუ იტყჳს: ნურარას იქმთ შაბათსა შინა, გარეშე, რომელ-იგი მოსაგებელ იყოს სულისა. ამისთჳსცა ტაძარსა შინა ყოველივე საქმე ორკეცად იქმნებოდა შაბათსა შინა, მსხუერპლთა და მსახურებათაჲ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა დაყენებისათჳს განეწესა უქმობაჲ იგი, ხოლო სულიერთა და საღმრთოთა საქმეთა არა აყენებს.

აწ უკუე ქრი...

სრულად ნახვა