რიცხვნი 23:2
1. უთხრა ბალაამმა ბალაკს: ამიშენე აქ შვიდი სამსხვერპლო და გამიმზადე აქ შვიდი ხბო და შვიდი ცხვარი.2. შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე.3. უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენს მსხვერპლს, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი და, რასაც გამომიცხადებს, შეგატყობინებ. და წავიდა წყნარად.
რიცხვნი თავი 23