რიცხვნი 23:3
2. შეასრულა ბალაკმა ბალაამის ნათქვამი და ბალაკმა და ბალაამმა აღავლინეს თითო ხბო და თითო ცხვარი სამსხვერპლოზე.3. უთხრა ბალაამმა ბალაკს: დაუდექი შენს მსხვერპლს, მე კი წავალ, იქნებ შემომხვდეს უფალი და, რასაც გამომიცხადებს, შეგატყობინებ. და წავიდა წყნარად.4. შეხვდა ღმერთი ბალაამს და უთხრა მას ბალაამმა: შვიდი სამსხვერპლო გავაწყვე და თითო ხბო და თითო ცხვარი აღვავლინე თითო სამსხვერპლოზე.
რიცხვნი თავი 23