...ებიან: ნინეველები გაიხსენე. ხედავ მათ, ვინც ლანძღვის გამო ისჯებიან? დააკვირდი მათაც, ვინც კეთილმეტყველებისთვის საზღაურს იღებენ. „მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან“ (). „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“ (). ხედავ, რომ არც მუდამ დაკეტვა გვმართებს და არც ყველაფრისთვის გახსნა, არამედ თითოეული საქმისთვის შესაფერისი ჟამის ცოდნა? ეს იცოდა წინასწარმეტყველმაც და ამბობდა: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (). სხვა რა დაცვა შეიძლება იყოს, თუ არა შიშის მომგვრელად ზედამდგომი განსჯა, რომელსაც ხელთ აქვს ცეცხლი, მომავალში რომ დაწვავს ყველას, ვინც პირს დაუფიქრებლად იყენებს? ეს განსჯ...
8. ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს.9. ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი.10. რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაკმა ბალაამს: ჩემი მტრების შესაჩვენებლად დაგიძახე, შენ კი უკვე მესამეჯერ ლოცავ მათ.
რიცხვნი თავი 24