თარგმანი: იხილე, თუ სადა აღიყვანა ქებაჲ მისი, რამეთუ დად უწოდა, რომლისასა რაჲმცა უდიდებულეს იყო დად პავლესსა სახელ-დებასა! ამისსა შემდგომად მრჩობლ ყო მიზეზი ღირსებისა მისისაჲ, რაჲთა უფლისათჳს შეიწყნარონ, და ვითარცა წმიდაჲ, ეგრეთ შეიწყნარონ. ამას თანა არავე დაუმძიმებს მათ, რაჲთამცა ჰრქუა, ვითარმედ: "გამოიჴსენით ჭირისაგან", არამედ "თანა-უდეგითო, რაჲცა რაჲმე უჴმდეს, და ჴელი აღუპყართ". და ესეცა დიდი ქებაჲ არს, რომელ სხუათა თანამდგომ იყო იგი. ხოლო თავი შესხმათა მისთაჲ, —რამეთუ თჳთ მასცა თანამდგომ ექმნა მოციქულსა და ქადაგსა და მოძღუარსა ყოვლისა სოფლისასა. და ჭეშმარიტად ნეტარ არს იგი, რომელმან შეუძლო განსუენებად და მსახურებად წმიდასა მას სულსა პავლესსა.
რომაელთა მიმართ 16:2
1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს,2. რათა შეიწყნაროთ იგი უფლის მიერ, როგორც შეჰფერის წმიდათ, და შეეწიოთ ყველაფერში, რაც შეიძლება თქვენგან დასჭირდეს, ვინაიდან თვითონაც ბევრს შეეწია და, მათ შორის, მეც.3. მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანაშემწენი ქრისტე იესოს მიერ,
რომაელთა მიმართ თავი 16