მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 16:6

5. მოკითხვა გადაეცით მათ შინაურ ეკლესიას და ჩემს ძვირფას ეპენეტოსსაც, რომელიც არის პირველნაყოფი ასიის მოქცევისა ქრისტეს მიმართ.6. მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის.7. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და თანატყვენი, რომელნიც სახელგანთქმულნი არიან მოციქულთა შორის და ჩემზე უწინაც ირწმუნეს ქრისტე.
რომაელთა მიმართ თავი 16
6. მოიკითხეთ მარიამი, რომელიც დიდად გაისარჯა თქვენთვის.
თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს ხოლო იღუაწა, რაჲთა ცხონდეს, არამედ თქუენდაცა კეთილისა მასწავლელ იქმნა. ხოლო ვითარ რომელი-ესე სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "დედათა მოძღურებად არა უბრძანებ" (), აქა აქებს სწავლით დაშურომასა ამისსა? — ცხად არს, ვითარმედ საეროდ საყდარსა მოძღურებისასა დაჯდომად არა შეუნდობდა, რაჲთამცა შორის შესაკრებელთა და უბანთა ასწავებდეს, ხოლო თჳსაგან ვიეთმე მიმართ სწავლად და თხრობად ყუასა მას ცხორებისასა არა აყენებდა, ვითარ-იგი ეტყჳს ცოლსა ურწმუნოჲსასა: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი" ().

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის