მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 2:27

26. თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?27. ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?28. ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იუდეველი, და არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი.
რომაელთა მიმართ თავი 2
27. ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და გშჯიდეს (2,27).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაგსაჯნეს თქუენ. რამეთუ რომელთა არცა შჯული აქუნდა, არცა წინაჲსწარმეტყუელნი, იცნეს ჭეშმარიტებაჲ, და თქუენ შჯულითა და ჭეშმარიტებითა მით წინაჲსწარმეტყუელთაჲთა არა სცანთ ჭეშმარიტებაჲ და ამისთჳს დაგსაჯნენ თქუენ წარმართთაგანთა მათ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ კაცნი ნინეველნი აღდგენ და დაშჯიდენ ნათესავსა ამას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის