თარგმანი: მათ მაგიერ იტყჳს სიტყუასა ამას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სთქუათ თქუენ თუ — უკუეთუ ვითარცა შენ იტყჳ და არად სარგებელ არს არცა ჰურიებაჲ, არცა წინადაცუეთაჲ, არამედ უფროჲსად სავნებელ არს და საშჯელისა თანამდებ ჰყოფენ მოქმედთა მისთა, მაშა რაჲსათჳს გამოგჳრჩინა ჩუენ ღმერთმან, ანუ რაჲსათჳს გჳბრძანა წინადაცუეთაჲ? ჯერ-იყო უკუე სიტყჳსა მათისა მიმართ ესე სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ: სახე იყო იგი წინადაცუეთაჲ ამის სულიერისა წინადაცუეთისა, სარწმუნოებისა მიერისაჲ, და შჯული იგი ძუელი — ამის ახლისა შჯულისაჲ. გარნა მოციქულმან ესე არა თქუა, არამედ სხუაჲ თქუა მათისა სიტყჳსა წინააღმდგომი, რომელი უმეტესად შესაწყნარებელ იყო, ვითარმედ: კეთილ იყოო ჰურიებაჲ, რამეთუ ისწავეს გზაჲ ცხორებისაჲ, და მოიღეს შჯული, მასწავლელი კეთილთა საქმეთაჲ. უკუეთუ კულა არა დაიცვეს, თავთა თჳსთა აბრალებედ. რამეთუ მე აწ მათთჳს ვიტყჳ, რომელნი არა გარდაჰჴდეს შჯულისა მცნებათა.
რომაელთა მიმართ 3:1
1. მაშ, რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას, და რა პატივი წინადაცვეთას?2. უპირატესობა დიდია ყოველნაირად: უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვა.
რომაელთა მიმართ თავი 3