მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 3:5

4. არამც და არამც. ღმერთი ჭეშმარიტია, ყოველი კაცი კი - ცრუ, როგორც წერია: რათა გამართლდე შენი სიტყვებით და იმძლავრო განკითხვისას.5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?
რომაელთა მიმართ თავი 3
5. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის სამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც გვრისხავს? კაცურად ვმსჯელობ.
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სიცრუვე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა დაამტკიცებს, რაჲ-მე ვთქუათ? ნუ-უკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? (3,5).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ — თქუენითა ტყუვილითა გამოჩნდა მისი მოწყალებაჲ და მძლე იქმნა მისი საშჯელი, — ამისთჳს იტყოდეს ჰურიანი, ვითარმედ: ღმერთმან კეთილი გჳყო და ჩუენ უტყუეთ მას, და ჩუენისა უკეთურებისათჳს გამოჩნდა მისი მოწყალებაჲ, რამეთუ უღირსთა კეთილი უყო. და ამისთჳს მძლე გუექმნების სჯასა მას, ვითარ შენ იტყჳ. აწ უკუე, ვითარ შენ იტყჳ, ჩუენ ვექმნენით მას მიზეზ სიმართლისა ჩუენითა უმადლოებითა. რაჲსათჳს უკუე გუტანჯავს ჩუენ, რომელნი მიზეზ-ვექმნებით მისსა ძლევასა? ამისთჳს ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: უკუეთუ სიცრუვე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა დაამტკიცებს? რაჲ-მე ვთქუათ; ნუ-უკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა? ესე იგი არს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ ხართ მისისა ძლევისა მიზეზ და გტანჯავს, უსამართლოჲ სადმე არს! გარნა, ნუ იყოფინ! რამეთუ, ვინაჲთგან მის თანა უსამართლოებაჲ არა არს და სტანჯავს, არა სადმე უსამართლოჲ არს; რამეთუ არა თუ იგი ვერ მძლე გექმნებოდა თჳნიერ თქუენისა უკეთურებისა, არამედ დაღაცათუმცა თქუენ არა უკეთურ-ქმნილ იყვენით, მას თჳსი ძლევაჲ აქუნდავე. ვინაჲთგან უკუე უკეთურ იქმნენით, თჳსნი თავნი ჰქმნენით ძლეულ და ღირს სატანჯველისა. თუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის