მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 3:7

6. არამც და არამც. მაშ, როგორ განიკითხოს ღმერთმა ქვეყანა?7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?8. მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?
რომაელთა მიმართ თავი 3
7. მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი?
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუვითა აღემატა (3,7).:

თარგმანი: კუალად მასვე პირსა იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ამისთჳს გარდაემატა ჭეშმარიტებაჲ და სიმართლე და ძლევაჲ ღმრთისაჲ, რომელ მე ცრუ ვიქმენ და უტყუვე, მაშა უსამართლოდ დავისჯები, რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა პატივსა ღირს ვიქმენ, ვითარცა მიზეზ-ქმნილი მისისა ძლევისა და ჭეშმარიტებისაჲ; არამედ არა სადმე მე ვარ მიზეზ მისისა ძლევისა; ამისთჳსცა დავისჯები.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის