მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 8:11

10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.12. ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.
რომაელთა მიმართ თავი 8
11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა (8,11).:

თარგმანი: მო-რაჲ-ვიდა სიტყუასა მას თანა აღდგომისასა, არა თქუა აღდგინებაჲ ოდენ, არამედ განცხოველებაჲ. ესე - ამისთჳს, რამეთუ ყოველნივე აღდგებიან, არამედ რომელნიმე ცხორებად საუკუნოდ, და რომელნიმე სატანჯველად საუკუნოდ. ხოლო მორწმუნენი ქრისტესნი და მორჩილნი მცნებათა მისთანი უეჭუელად აღდგომასავე თანა იშუებენ-ცა ცხორებითა საუკუნოჲთა. რაჟამს სამარადისოდ მოუკლებელ იყოს მათ შორის ყოფაჲ წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სულისაჲ.

სხუაჲ თარგმანი კჳრილესი: აღდგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე მამისა მიერ, არამედ კუალად თჳთ იგივე არს, რომელმან აღადგინნა ჴორცნი თჳსნი სულისა მიერ, ვინაჲთგან სული იგი, რომლითა მოქმედებს მამაჲ აღდგინებასა, ვითარ-იგი მამისაჲ არსა, ეგრეთვე ძისაჲ არს, და დაღათუ აღდგენილად ითქუმის ბუნებითა ჴორცთაჲთა მიერ, არამედ მადგინებელ თავისა თჳსი არიან ჴორცნი თჳსნი ბუნებითა ებისაჲთა, რამეთუ ერთ არს ყოველივე მოქმედებაჲ, რომელსა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის