თარგმანი: შემდგომად ესოდენისა ამის მადლისა გჳჩუენებს, ვითარმედ თანამდებ ვართ, რაჲთა ნებისაებრ ღმრთისა ვმოქალაქობდით, ხოლო რაჲთა არა რაჟამს გესმას არარაჲსა თანამდებობაჲ ჴორცთაჲ, არა სთქუა, ვითარმედ: "საჭიროჲსა მისგან ჴორცთა საჴმრისა დაგუაყენებს", ამისთჳს დაჰრთავს: "რაჲთა ჴორციელად სცხოვნდებოდით". ესე იგი არს მიდევნებულებაჲ ცოდვისაჲ და შედგომაჲ ჴორცთა გულისთქუმისაჲ, მომატყუებელნი უკუდავსა მას სიკუდილსა გეჰენიასა შინა. ამისგან დაგუაყენებს და გუასწავებს ღონესა მისგან განთავისუფლებისასა, ესე იგი არს, რაჲთა შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა ჴორციელნი ვნებანი მოვაკუდინნეთ და ესრეთ ვცხონდეთ ცხორებითა დაუსრულებელითა.
რომაელთა მიმართ 8:12
11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.12. ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
რომაელთა მიმართ თავი 8