მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

რომაელთა მიმართ 8:14

13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.15. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
რომაელთა მიმართ თავი 8
14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი (8,14).:

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ: "რომელთა სული წმიდაჲ მიიღონ", არამედ: "რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვიდოდინ", მათ ოდენ განუკუთნებს ძეობასა ღმრთისასა, რამეთუ ყოველნი ნათელღებულნი მიიღებენ სულსა წმიდასა, არამედ არა ყოველნი იპყრობენ მას წინამძღურად და მთავრად ცხორებისა მათისა. ამისთჳს იგინი ოდენ არიან ძე ღმრთისა, რომელნი არარას ჰყოფდენ გარეშე ნებისა მისისა, არცა რაჲთ შე უწესოებითა საქმეთა მათთაჲთა.

სააღდგომო ეპისტოლე 2010 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...რომ. 6.22).

ხოლო სულის ნაყოფია: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება“... (). და „ისინი ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან ... ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი“ ().

უფალი ბრძანებს: „რას არგებს კაცს, თუ შეიძენს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მკ. 8, 36-37) მთელი დედამიწის სიმდიდრე არ ღირს ერთი ადამიანის სულად, რადგან იგი ხატებაა ღვთისა. ამიტომაც უმნიშვნელო, უბრალო პიროვნება არ არსებობს. თითოეული ადამიანი უნიკალურია, დაჯილდოებული განუმეორებელი და განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ჩვენ ეს უნდა აღმოვაჩინოთ.

ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის დადებით და უარყოფით თვისებებზე და ეცადოს დადებითი მხარე კიდევ უფრო განავითაროს, ცოდვითი მიდრეკილებები კი დათრგუნოს და თანდათანობით ჩამოიცილოს. ქრისტიანთათვის დედამიწა არ არის სამოთხე; ეს არის განსაცდელებით სავსე ადგილი და მთავარია, ჩვენ სწორი პასუხი გავცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.

შეგვიძლია სხვისი სიხარულის გაზიარება, ან გასაჭირში თანადგომა?! შეგვწევს უნარი შენდობისა?! ვართ მშვიდნი თუ შურით სავსენი?! ადამიანის მოყ...

სრულად ნახვა