თარგმანი: სახელი ესე ზრახვისაჲ დაღაცათუ სხუაგან სხუებრ, ხოლო აქა ნებად გულისჴმა-იყოფების, რამეთუ სხუაჲ ჰნებავს ჴორცთა, და სხუაჲ — სულსა, და თითოეული თჳსისა ნებისა მიმართ მიგჳზიდავს, და რომელი-იგი მიწისაჲ არს ჩუენ შორის, მიწად მიგჳწოდს, ხოლო ზეცისაჲ იგი — ზეცად. და ვიდრემდის თითოეული მათი საზომსა ზედა გუეპყრნენ, კეთილად შესაწევნელ არიან ურთიერთას, ხოლო რაჟამს ჴორცთა ნებასა მივედევნნეთ, და სულისაჲ დაუტეოთ, მიერითგან ზედა-აღმდგომ ექმნებიან სულსა და განმხრწნელ ყოველთავე ნაყოფთა მისთა. ამისთჳსცა, არა არსებაჲ, არამედ ნებაჲ ოდენ ჴორცთაჲ უჯერო არს, რამეთუ მოკუდავებად და ხრწნილებად მიგჳწოდს მიდევნებითა გემოთაჲთა და აღრჩევითა ცოდვისაჲთა, რომელი-ესე მაშინ განემართვის, რაჟამს უდარესი დავამონოთ უაღრესსა. და ზრახვაჲ, (რომელ არს ნებაჲ) ჴორცთაჲ, დავთრგუნოთ, ვითარცა მოკუდავი და განხრწნადი. ხოლო ზრახვაჲ სულისაჲ შევიტკბოთ, ვითარცა დაუსრულებელად მაცხოვნებელი, და ცხორებად საუკუნოდ მიმყვანებელი, რომელ არს ქუეყანაჲ მშჳდთაჲ აღმავსებელი მშჳდობითა წარუვალითა.
რომაელთა მიმართ 8:5
4. და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.5. რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.6. ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.
რომაელთა მიმართ თავი 8