მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სოფონია 2:11

10. ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს.11. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.12. თქვენც, ქუშელები, დაილახვრებით ჩემი მახვილით.
სოფონია თავი 2
11. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სათნო ცხოვრება და საყოველთაო ქება:

...ესაია 52:5). ახლა კი ყველგან, მთელ მსოფლიოში იგალობება.

ამასვე წარმოაჩენდა სხვა წინასწარმეტყველიც, როცა ამბობდა: „საჩინო იქმნეს მათ ზედა უფალი. და მოასრულნეს ყოველნი ღმერთნი წარმართთა ქუეყანისათანი და თაყუანის-სცეს მას თითოეულმან ადგილისაგან თჳსისა“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველიც: „მით, რამეთუ თქუენ თანაცა დაჴშულ იქმნენ კარნი და არა აღიხუნეთ მსხუერპლისსაცავად ჩემდა ძღუენი“ (); „აღმოსავალთაჲთგან მზისათაჲთ და ვიდრე დასავალთამდე სახელი ჩემი დიდებულ არს წარმართთა შორის და ყოველსა ადგილსა საკუმეველი მოერთუმის სახელსა ჩემსა და მსხუერპლი წმიდაჲ“ ().

2. ეკლესიის მსახურება და ღვთის ყველგანმყოფობა

ხედავ, როგორ შეზღუდა და შეაჩერა იუდეველთა წესები, ხოლო ეკლესიის ცხოვრება მთელ მსოფლიოში გაავრცელა და მსახურება წინასწარ გამოაცხადა? რადგან წინასწარმეტყველი, რომელიც ამას ამბობს, ბაბილონიდან დაბრუნების შემდგომი დროისაა; და სწორედ ამიტომ იწინასწარმეტყველა ეს მაშინ, რათა იუდეველ...

სრულად ნახვა