ელინთა სურვილი იესოს ნახვისა
20. დღესასწაულზე თაყვანისცემად ამოსულთა შორის ბერძნებიც იყვნენ.21. მიადგნენ ფილიპეს, რომელიც გალილეის ქალაქ ბეთსაიდიდან იყო, და უთხრეს მას: ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.22. მივიდა ფილიპე და უთხრა ეს ანდრიას, ფილიპემ და ანდრიამ კი იესოს უთხრეს.23. იესომ პასუხად მიუგო მათ: მოაწია კაცის ძის განდიდების ჟამმა.