მარიამის მისვლა ელისაბედთან
39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს.40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი.41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი.42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა?44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში.45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ.46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.50. წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.53. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.54. შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.55. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.