5.იყო დღეთა მათ ჰეროდე მეფისა ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, რომლისა სახელი ზაქარია, შემდგომად დღითი-დღედ მსახურებისა მის აბიაჲსა, და ცოლი მისი ასულთაგან აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.6.და იყვნეს ორნივე ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი.7.და არა ესუა მათ შვილი, რამეთუ ელისაბედ იყო ბერწ, და ორნივე გარდასრულ იყვნეს დღეთა მათთა.8.და იყო მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისა წინაშე ღმრთისა,9.მსგავსად ჩვეულებისა მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევაჲ და შევიდა ტაძარსა უფლისასა.10.და ყოველი სიმრავლე ერისაჲ ილოცვიდა გარეშე ჟამსა მას საკუმეველისა კუმევისასა.11.და ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ, მდგომარე მარჯუენით საკურთხევლისა მის საკუმეველთაჲსა.12.და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაჲ იგი, და შიში დაეცა მას ზედა.13.ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე.14.და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ.15.რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.16.და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა.17.და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული.18.და ჰრქუა ზაქარია ანგელოზსა მას: რაჲთა ვცნა ესე, რამეთუ მე მოხუცებულ ვარ, და ცოლი ჩემი გარდასრულ არს დღეთა მისთა?19.მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა: მე ვარ გაბრიელ, წინაშე მდგომელი პირსა ღმრთისასა, და მოვივლინე სიტყუად შენდა და ხარებად ამას.20.და აჰა იყო შენ დადუმებულ და ვერ შემძლებელ სიტყუად ვიდრე დღედმდე ყოფად ამისა ამისთჳს, რამეთუ არა გრწმენეს სიტყუანი ჩემნი, რომელნი აღესრულნენ ჟამსა თჳსსა.21.და დგა ერი იგი და ელოდა ზაქარიას და უკჳრდა დაყოვნებაჲ იგი მისი ტაძარსა მას შინა.22.და გამო-რაჲ-ვიდა, ვერ ეძლო სიტყუად მათდა, და ცნეს, რამეთუ ჩუენებაჲ რაჲმე იხილა ტაძარსა მას შინა; და იგი წამ-უყოფდა მათ და დაადგრა უტყუად.23.და ვითართცა აღესრულნეს დღენი იგი მსახურებისა მისისანი, წარვიდა სახიდ თჳსა.24.და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა,25.ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის.
26.და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ,27.ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ.28.და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.29.ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?30.და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა.31.და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ.32.ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ.33.და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.34.ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?35.მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის.36.და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ.37.რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ.38.ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.
39.და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა.40.და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ.41.და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.42.და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!43.და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?44.რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.45.და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.46.და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,47.და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,48.რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;49.რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,50.და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;51.ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;52.დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი;53.მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;54.შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა.55.ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.56.და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.
57.ხოლო ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი და შვა ძე.58.და ესმა გარემოთა და ნათესავთა, რამეთუ განადიდა უფალმან წყალობაჲ თჳსი მის თანა, და მის თანა იხარებდეს.59.და იყო მერვესა დღესა და მოვიდეს წინადაცუეთად ყრმისა მის და რაჲთამცა უწოდეს მას სახელად მამისა მისისა ზაქარია.60.და მიუგო დედამან მისმან და ჰრქუა: არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე.61.და ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ არს ნათესავსა შენსა, რომელსა ჰრქჳან სახელი ეგე.62.და წამუყოფდეს მამასა მისსა, რაჲ-ძი უნდეს სახელის-დებად მისა.63.და მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი. და დაუკჳრდა ესე ყოველთა.64.და მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ, და იტყოდა და აკურთხევდა ღმერთსა.65.და იყო შიში დიდი ყოველთა ზედა გარემო მკჳდრთა მისთა; და ყოველთა მათ მთით კერძოთა ჰურიასტანისათა მიმოითქუმოდეს ყოველნი ესე სიტყუანი.66.და დაიდვეს გულსა, რომელთა ესმოდა ესე, და იტყოდეს: რაჲ-მე იყოს ყრმაჲ ესე? და ჴელი უფლისაჲ იყოს მის ზედა.67.და მამაჲ მისი ზაქარია აღივსო სულითა წმიდითა, წინაწარმეტყუელებდა და თქუა:68.კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ;69.და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისა;70.ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲთა,71.ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა;72.ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;73.ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამსა, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა74.უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა,75.მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.76.და შენ, ყრმაო, წინაწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა,77.მიცემად მეცნიერებაჲ ცხოვრებისაჲ ერსა თჳსსა მოტევებითა ცოდვათა მათთაჲთა,78.მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით79.გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზათა მშჳდობისასა.80.ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ტაძრათ მიყვანება ყოვლად-წმიდისა ქალწულისა მარიამისა, რომელსა დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ, ყოველთა ღვთის მოყვარეთა და ღვთის მოსავთა ქრისტიანეთა მოსცემს დიდს სწავლასა, ნუგეშსა და გაღვიძებასა. მივაქციოთ ყურადღება რომელთამე გარემოებათა ზედა აწინდელთა დღესასწაულისა და შევიტყოთ რაზომად არიან იგინი ჩვენთვის აღმაშენებელნი. პირველად ვსთქვით მშობელთა ზედა ყოვლად-წმინდისა მარიამისა, იოაკიმ და ანნასა ზედა. თუმცა იგინი იყვნენ ყოვლის მხრით ბედნიერნი და კმაყოფილნი დიდის...
დღეს, მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო, ჩვენ ვახსენებთ დიდსა და ფრიად შესანიშნავსა სასწაულსა, ესე იგი გაბრიელ მთავარ-ანგელოზისაგან ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისადმი ხარებასა. რას გვასწავლის ჩვენ დღესასწაული ესე? ვითარი სწავლა და დარიგება შეგვიძლიან მივიღოთ ჩვენ მისგან?
პირველად ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა, შემოქმედსა და კეთილის მყოფელსა ჩვენსა, რომელმან დღეს დასდვა დასაწყისი აღსრულებისა აღთქმათა მათ, რომელთა ეტყოდა იგი მამათ-მთავართა პირითა წინასწარმეტყველთასა. დღეს გამოაჩინა ღმერთმან...
აწინდელი დღესასწაული გვაძლევს ჩვენ, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, შემთხვევასა და მიზეზსა ვსთქვათ რაოდენიმე სიტყვა და წინა-დაგიგოთ თქვენ რაოდენიმე განზრახვა და ჰაზრი ქალისათვის და მისის ცხოვრებისა და მნიშვნელობისათვის ქრისტიანობრივსა საზოგადოებასა შინა, ვინაიდგან ყოველად-წმიდა, რომელმან დღეს მიიღო ხარება მთავარ-ანგელოსისაგან და ესრეთ ღირს იქმნა მსახურებად ღვთის განხორციელებისა, იყო ქალი და გვაჩვენა ჩვენ, ვითარი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანე ქალი.
გარნა რა უნდა ვსთქვათ დღეს ჩვენ ქალსა ზედა, ანუ...
ზეცით მოვლინებული მთავარ ანგელოსი განუცხადებს დღეს ქალწულსა მარიამს დიდსა ხარებასა: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. რა წარმოიდგინა და რა იგრძნო ყოვლად წმიდამან ქალწულმან, როდესაც იხილა ესრეთი უცები მახარებელი და ესმა მისგან გაუგონებელი სიტყვა? გაუხარდა მას? იფიქრებს კაცი, რომ იგი უთუოდ იგრძნობდა გულში დიდსა სიხარულსა, მისთვის რომ ეს ხილვა და სიტყვა იყო ერთობ დიდი და აღმამაღლებელი კაცობრივისა ბუნებისა; გარნა არა! ყოვლად გონიერმან ამან ქალწულმან გული...
რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისათვისისასა. რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგანმნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი (ლუკა 1, 48).
მგალობელი საღმთოთა ფსალმუნთა წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა თვისსა ფსალმუნსა ესრედ შეგვაგონებს: ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა ღვთისასა ურთიერთარს. ყოველ დღე ახარებდითო მაცხოვარებასა ღვთისასა. თუ ყოველ დღე კეთილ არს ხარება ღვთის მაცხოვარებისა, მით უმეტესად აწინდელსა დღესა, რომელი საკუთრად არის დღე ხარებისა, რომელსა შინა მთავარ-ანგელოზი ახარებს...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ აღწერილი ლუკაჲს მიერ მახარებელისა:
...ისაჲ უნდა თხრობად ჩუენდა პავლესთჳს, რომელცა-იგი ყო.
ესრეთ უკუე, თვლადქებულმან ლუკა, ნათესავით ანტიოქელმან და ჴელოვნებით მკურნალმან, ორნი წიგნნი, მის მიერ აღწერილნი, დამიტევნა ჩუენ: პირველად — სახარებაჲ, რომლისათჳს თჳთვე იტყჳს: "ვითარცა მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთმხილველ და მსახურ-ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის" (), ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ესე აღვწერე, მოციქულთა მიერ თხრობილ არს ჩემდა. ხოლო მეორედ — "საქმე მოციქულთაჲ", რომელი არღა ყურით სმენილი, არამედ ყოველივე თუალით ხილული აღწერა დაწყებითა ესრეთ:
უფალო, წარგჳმართე.
პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ (1,1).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: "პირველი სიტყუაჲ ვყავ", რამეთუ "პირველად სიტყუად" სახარებასა უწოდს, რომელი-იგი უწინარეს ამისსა მიეწერა თეოფილესდა. ხოლო რაჲსათჳს "სიტყუად" უწოდს სახარებასა? —ცხად არს, ვითარმედ სიმდაბლითა გონებისაჲთა, ვითარ-იგი სხუანიცა მახარებელნი; რამეთუ მათე "წიგნად შობისა" უწოდს, და დაღაცათუ მარკოზ "დასაბამად სახარებისა" იტყჳს, არამედ არა ეგოდენ წიგნსა, რაოდენ იოვანეს ქადაგებასა უწოდს დასაბამად ქრისტეს სახარებისა. გარნა, რომელი-იგი მათ სიმდაბლითა გონებისაჲთა დაიდუმეს, შემდგომად მათსა მორწმუნეთა მიერ "სახარება" იწოდების და არსცა. ხოლო რაჲსათჳს მოაჴსენებს თეოფილეს პირვ...
სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი:
...ისაებრ ღმრთისა უგალობს, იგი შეცთომილ არს.
სწავლაჲ ზ რაჲთა არა გამოვიწულილვიდეთ სიტყუათა სარწმუნოებისათა, არამედ გურწმენენ გამოუძიებელად სიტყუანი წმიდათა წერილთანი
ხოლო აწ რომელთა ესე ყოველი უწყით, დავადგრეთ სარწმუნოებასა მას ზედა, „რომელი მომცეს ჩუენ პირველითგან თუალითმხილველთა მათ და მსახურთა სიტყჳსათა“, და ნუმცა რას გარდამატებულსა გამოვეძიებთ, რამეთუ რომელნი ამით სენითა სნეულ იყვნენ, ორნი ბოროტნი არიან მათ ზედა: ერთად, რამეთუ ვერ ჰპოებენ, რომელსა-იგი ეძიებენ, არამედ ამაოდ შურებიან, და მეორედ, რომელ განარისხებენ ღმერთსა, რამეთუ მის მიერ დადებულსა შჯულსა ეძიებენ დაჴსნად.
ხოლო თუ რაზომსა რისხვასა აღსძრავს საქმჱ ესე, არად საჴმარ არს ჩუენდა თქუმად, რამეთუ თქუენ თჳთ უწყით. ამისთჳს უკუე გევედრები, ვძრწოდით სიტყუათაგან მისთა, რაჲთა ესრეთ დაუცხრომელად გუფარვიდეს ჩუენ, რამეთუ იტყჳს: „ვის მივხედნე? გარნა მდაბალთა და მყუდროთა და რომელნი ძრწოდიან სიტყუათაგან ჩემთა“. დაუტეოთ ყოველივე გამოძიებაჲ და შევმუსრნეთ გულნი ჩუენნი, ვიგლოვდეთ ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა-იგი გჳბრძანა ქრისტემან, მოვიჴსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩუენნი და ვისწრაფოთ აღჴოცად მათა, რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩუენდა ღმერთსა ამ...
...ყჳან, და კუალად რავდენიმე თითოეულმან ხოლო აღწერა, რაჲთა არცა ვინ მათგანი ნამეტნავად ჩნდეს და ცუდად დამაშურალ, და კუალად ჭეშმარიტებისა წამებაჲ დიდი ჩნდეს ურთიერთას წამებითა.
ამისთჳს ლუკა დაწყებასა სახარებისა თჳსისასა მიზეზსაცა იტყჳს, რომლისათჳს იწყო აღწერად, „რაჲთა სცნა, რომელთათჳს ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“, ესე იგი არს, რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუანი უცთომელნი ისწავენ და გაქუნდესო აღწერილი ესე მოსაჴსენებელად კრძალულებისა მის სიტყუათა ქადაგებისათა.
ხოლო იოვანე არარას იტყჳს მიზეზსა დაწყებისა თჳსისასა, გარნა ჩუენ გჳსწავიეს მამათაგან, ვითარმედ არცა მან უმიზეზოდ იწყო აღწერად. და ესე იყო მიზეზი მის მიერ აღწერილისა მის სახარებისა: ვინაჲთგან სამთა მათ მახარებელთა მოსწრაფებაჲ დადვეს ქრისტეს განკაცებისათჳს თქუმად და ქუეყანასა ზედა ქცევისა მისისა საქმენი აღწერნეს, რაოდენ ეძლო, და ღმრთეებისათჳს არარაჲ დიდად თქუეს, უბრძანა ქრისტემან მოწაფესა მას საყუარელსა ღმრთისმეტყუელებისა აღწერად, და ამის მიზეზისათჳს ყო დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ, და ესე საცნაურ არს მისისა მის სახარებისაგან, რამეთუ არა განკაცებისაგან იწყო სიტყუად, ვითარცა სხუათა მათ, არამედ ღმრთისმეტყუელებისაგან, რომლისათჳსცა აღწერა ყოველივე. რამეთუ არა დაწყებასა ოდენ, არამედ ყოველსავე სახარე...