...ბს: „ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა" ()? და აქაც კვლავ: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ" ()? და კვლავ: „ამხილე მათ თუალ-უხუავად" ()? იმიტომ, რომ ესეც სიმშვიდის საქმეა. რადგან მძაფრი მხილება, როდესაც იგი შემწყნარებლობით ხდება, ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ძალუძს დაკბენა. რადგან შესაძლებელია, ნამდვილად შესაძლებელია, სიმშვიდით უფრო ძლიერ შეეხო კაცს, ვიდრე კადნიერებით შეარცხვინო. „მასწავლელ" (), ესე იგი, ყველას მიმართ, ვისაც სწავლა სურს.
რადგან ამბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (). „უმანკო" (). კარგად დაუმატა ეს,...