მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ტიტეს მიმართ 2:7

6. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ.7. ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას - სიწმიდე და სიდარბაისლე;8. შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე.
ტიტეს მიმართ თავი 2
7. ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას - სიწმიდე და სიდარბაისლე;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. მოძღვრის ხელმწიფება და წერილთა შესწავლა:

...ედ უფრო მეტადაც განკვირდება შენით. ამიტომაც დასძენს და ამბობს: „არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (), „ყოვლისათჳსვე თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა" (). ესე იგი, თვითონ იყავი ცხოვრების პირველსახე, ვითარცა წინ დადებული ხატი, ვითარცა ცოცხალი სჯული, ვითარცა კეთილცხოვრების წესი და საზღვარი. რამეთუ მოძღვარი სწორედ ასეთი უნდა იყოს.

„სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (), ანუ სიტყვით ისე, რომ ადვილადაც მეტყველებდეს; ცხოვრებით, სიყვარულით, რწმენით, მართებული სიწმიდითა და თავშეკავებით; „ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა" (). ტიმოთეს უბრძანებს, რომ კითხვას ყურადღება მიაქციოს. ყველამ მოვისმინოთ და ვისწავლოთ, რომ საღმრთო წერილთა შესწავ...

სრულად ნახვა