მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ზაქარია 11:13

12. ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.13. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.14. გავტეხავ მეორე კომბალს - საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.
ზაქარია თავი 11
13. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმინდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიღეს ვეცხლი იგი და მოიყიდეს მი-თა აგარაკი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ (შდრ. იერ. 32,9); (ზაქ. 11,13) (27,6-10).:

...ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ ; (27,6-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ იწერტებიან მხილებითა მით გონებისაჲთა? და შეიწამებენ, ვითარმედ მკლველობაჲ მოიყიდეს; და არა დადვეს ვეცხლი იგი ტაძარსა, არამედ იყიდეს აგარაკი აკალდამად, რაჲთა იყოს იგი საწამებელად უშჯულოებისა მათისა საუკუნოდ და სამხილებელად განცემისა მის. რამეთუ სახელი აგარაკისა მის ჴმამაღლად ღაღადებდა მკლველობასა და მოსისხლეობასა მათისა. ხოლო ყოველსავე ზედა ზრახვასა იქმან, რაჲთა არავინ მათგანი იპოოს უბრალო, არამედ ყოველნივე თანამდებ სიკუდილსა ქრისტესსა.

და ამას ყოველსა პირველვე წინაჲსწარმეტყუელი მოასწავებდა. ჰხედავა, ვითარ არა მოციქულთა ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთაცა ყოველივე საყუედრელად და შეურაცხად საგონებელი მოსწრაფებით აღწერეს და ყოვლით კერძო ვნებასა მისსა ქადაგებენ?

სწავლაჲ პე რაჲთა ვჰბაძვიდეთ სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა ქრისტესსა, რომელმან ყოველივე დუმილით თავს-იდვა

ხოლო ჩუენ, საყუარელნ...

სრულად ნახვა