მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ზაქარია 13:7

6. ეტყვიან: ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე? მიუგებს: ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.7. მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.8. მთელს ქვეყანაზე, ამბობს უფალი, ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
ზაქარია თავი 13
7. მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...მენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რასა იტყჳ, პეტრე? წინაჲსწარმეტყუელმან თქუა, ვი-თარმედ: „განიბნინენ ცხოვარნი“, ქრისტემან დაამტკიცა სიტყუაჲ ესე, და შენ იტყჳ, ვითარმედ: არა იქმნას ესე. არა კმა-გეყოა, რაჟამს-იგი სთქუ: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო“, და შეგრისხნა?

ამისთჳს უკუე მიუშუა შთავრდომად ბრალსა მას უარის-ყოფისასა, რაჲთა ცნას, ვითარმედ: არა ჯერ-არს მინდობაჲ თავსა თჳსსა, არამედ სიტყჳსა მის უფლისა რწმუნებად, ვიდრეღა თჳსისა გონებისაჲ; და სხუათა დიდად სარგებელ ეყო მისითა მით უარის-ყოფითა, რამეთუ ცნეს კაცობრივი უძლურებაჲ და ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ.

რამეთუ ოდეს რაჲმე უფალმან თქუას, არღარა ჯერ-არს გამოძიებად. ამისთჳსცა, ვინაჲთგან პეტრეს ესმა, ვითარმედ: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა“, და არა ჰრქუა სიმდაბლით, ვი-თარმედ: გევედრები, უფალო, შემეწიე, რაჲთა არა განგეშორო; არამედ მიენდო თავსა თჳსსა და ჰრქუა: „დაღაცათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლ...

სრულად ნახვა