მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ზაქარია 14:1

1. აჰა, დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში.2. თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად; აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდება, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, ხოლო დანარჩენი ხალხი არ მოიკვეთება ქალაქიდან.
ზაქარია თავი 14
1. აჰა, დადგება დღე უფლისაგან და დანაწილდება შენი ნადავლი შენს წიაღში.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დასდვეს თავსა ზედა მისსა ბრალად მისა დაწერილი: ესე არს იესუ, მეუფჱ ჰურიათაჲ. მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. ხოლო თანაწარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა მათთა და იტყოდეს: ეჰა რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებდ, იჴსენ აწ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით! ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა და ხუცესთა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უცა ცხოვნებად? უკუეთუ მეუფე ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით. უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი, რამეთუ თქუა: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარცუმულნი, აყუედრებდეს მას“ (27,37-44).:

...ცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „აჰა ესერა დღენი მოვლენ, და განიყოს ნატყუენავი შენი შენ შორის. და შევკრიბნე ყოველნი წარმართნი ბრძოლად იერუსალჱმსა ზედა, და წარიტყუენოს ქალაქი იგი, და წარიტაცნენ მკჳდრნი მისნი. რამეთუ არა მიგეტეოს თქუენ ცოდვაჲ ესე, ვიდრემდის მოსწყდეთ თქუენ, - იტყჳს უფალი ძალთაჲ“.

და რაჲთა შემოკლებულად ვთქუა, იკადრეს უშჯულოთა მათ მოკლვაჲ უფლისაჲ, გარნა სიკუდილი მისი იქმნა ჩუენ ყოველთა ცხორება; ხოლო მათ მოიყვანეს თავთა თჳსთა ზედა დღე იგი, რომელსა იტყოდა ესაია, ვი-თარმედ: „დღე სასჯელისა უფლისაჲ არს, და წელიწადი - კუალადგებისა სასჯელისა სიონისაჲ. და გარდაიქცენ ღელენი მისნი ფისად, და ქუეყანაჲ მისი - წუნწუბად. და იყოს ქუეყანაჲ მისი, ვითარცა ფისი აღგზებული ღამე და დღე, და არა დაშრტეს უკუნისამდე ჟამთა. აღვიდოდის კუამლი მისი ზე ნათესავითი ნათესავად და მოოჴრდეს ჟამადმდე მრავლად. და არა იყოს თანაწარმავალი მის მიერ; და დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი და გრძღაბნი, და ყორანნი მკჳდრ იყვნეს მას შინა. და განემარტოს მას ზედა საბელი ქუეყანისსაზომი ოჴრებისაჲ, და ვირდევნი იყოფოდინ მას შინა. მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მისნი და მდიდარნი მისნი და მთავარნი მისნი წარსაწყმედელად მიეცნენ. და აღმოსცენდენ ქალაქთა მათთ...

სრულად ნახვა