პავლესი: მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ — ანგელოზი მჴდომი, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო (12,7).
თარგმანი: ანგელოზი ქადაგად გამოითარგმანების, ხოლო სატანა წინააღმდგომად ითქუმის ებრაულითა ენითა, ვითარცა წერილ არს წიგნსა შინა მეფეთასა, ვითარმედ: "დღეთა სოლომონისთა არა იყო სატანა", ესე იგი არს, ვითარმედ არა იყო წინააღმდგომი, რომელიმცა ებრძოდა. ამას უკუე იტყჳს მოციქული, ვითარმედ არა ინება ღმერთმან, რაჲთამცა ქადაგებაჲ ესე ჩუენი უშრომელად წარემართა, რაჲთამცა ესრეთ დაამდაბლა გონებაჲ ჩუენი, არამედ მომცა "ანგელოზ სატანა", ესე იგი არს — ქადაგი წინააღმდგომი, ხოლო "ქადაგად წინააღმდგომად" ალექსანდრეს მჭედელსა და იმენეოსს და ფილიტოსს, რომელნი-იგი იტყოდეს თუ: აღდგომაჲ აწვე ქმნილ არსო, და წინა-აღუდგებოდეს მოციქულსა.