📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა მისისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას“ (2,11).
ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: „მიაწვინა იგი ბაგასა, რამე-თუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“.1 ესე ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვი-თარმედ შვა რაჲ ნაშობი იგი საკჳრველებით დიდებული დედამან მან და ქალწულმან, მიაწვინა იგი ბაგასა სიტყჳსაებრ ლუკაჲსა, რამეთუ არა იყო ადგილ სავანესა მას, და მწყემსთა პოეს იგი მწოლარე ბაგასა, ხოლო კუალად აღიქუა იგი დედამან მან უქორწინებელმან წიაღად თჳსად; და ეგრეთ მოვიდეს მოგუნი და პოეს იგი წიაღთა დედისათა. რამეთუ მოსლვასა ოდენ ქალწულისასა ბეთლემდ აღივსნეს დღენი შობისა მისისანი, რაჲთა სცნა, ვითარმედ ყოველივე განგებულებით აღესრულებოდა, და ყოველივე ქადაგებულ იყო წინაწარმეტყუელთა მიერ, და ყოველივე ძალითა მაღლისაჲთა იქმნებოდა, რომელმანცა მოიყვანნა მოგუნი იგი სპარსეთით. და იხილეს რაჲ ყრმაჲ იგი დედისა თანა, დავარდეს და თაყუანის-სცეს მას.
რაჲ იხილეს მუნ განსაკჳრვებელი, რაჲ იხილეს უცხოჲ ანუ დიდებული კაცობრივთა გულისსიტყუათა ზედა, არა თუმცა მიუთხრობელი იგი მადლი და დიდებაჲ შობილისა მის განაკჳრვებდა სულთა მათთა? ამის-თჳსცა არა თუ თაყუანის-სცეს ოდენ, ვითარცა იტყჳს მახარებელი, არამედ აღაღესცა საუნჯეთა მათთა და მოართუეს ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. რამეთუ არა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს, არამედ ღმერთსა ჴორცშესხმულსა და მეუფესა ყოველთა არსთასა. ამისთჳსცა მოართუეს გუნდრუკი, ვითარცა ღმერთსა, ოქროჲ, ვითარცა მეუფესა, მური, ვითარცა ჩუენთჳს განკაცებულსა, რომელსა ეგულებოდა სიკუდილისა გემოჲსა ხილვად და სამ დღე საფლავსა დადებად, რამეთუ ამისი სახე იყო მური იგი. ესე ყოველი მადლმან საღმრთომან გულისჴმა-უყო მათ, რომელმანცა ვარსკულავი წინამძღურად მისცა. და მო-რაჲ-ვიდეს, არარაჲ პოეს დიდებაჲ და სიმდიდრჱ კაცობრივი, არამედ ბაგაჲ და სავანე უნდოჲ და დედაჲ სიგლახაკესა შინა. ხოლო მადლი შობილისაჲ მის მიუთხრობელ იყო, და სიმდიდრე იგი სულიერი - უაღრეს ყოველთა ბუნებათა, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: „დაფარნა ცანი შუენიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ქუეყანაჲ“.2 ამან მადლმან აღავსნა გულნი იგი მათ მოგუთანი და და განაბრძნნა გონებანი მათნი; ამისთჳსცა არა გარეშესა მას ხედვიდეს სიგლახაკესა, არცა ვითარცა კაცსა გულისჴმა-ჰყოფდეს ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა თაყუანის-სცემდეს და მაცხოარსა ყოველთასა. და შეწირეს ძღუენი არა მიმსგავსებული სიზრქესა მას ჰურიათასა - მსხუერ-
1 ლუკ. 2,7. 2 ამბ. 3,3.
პლები ცხოართა და ზუარაკთაჲ, არამედ მახლობელი გონიერებასა მას ეკლესიისასა: ოქროჲ, მური და გუნდრუკი, სახედ გულისჴმის-ყოფისა, მორ-ჩილებისა და სიყუარულისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოიღეს ბრძანებაჲ ჩუენებით, რაჲთა არა მოაქციონ ჰეროდესა, არამედ სხჳთ გზით განეშორნეს და წარვიდეს სოფლად თჳსა“ (2,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე აქაცა სარწმუნოებაჲ მათი, ვითარ არა დაბრკოლდეს, არცა თქუეს, ვითარმედ: უკუეთუ დიდ არს ყრმაჲ ესე და აქუს ძლიერებაჲ რაჲმე, რად საჴმარ არს ფარულად სივლტოლაჲ ჩუენი, რომელნი-ესე ცხადად მოვედით და არად შევჰრაცხეთ ჰეროდე და ერი იგი ჰურიათაჲ? რაჲსათჳს აწ უცნაურად მეტყჳს ჩუენებაჲ ესე წარსლვად? არამედ არარაჲ ესევითარი თქუეს, არცა მოიგონეს, რამეთუ იყვნეს იგინი ყოვლითა გონიერებითა სავსე, და ესე არს ჭეშმარიტად საქმე სარწმუნოებისაჲ, რაჲთა არა გამოეძიებდეს კაცი მოცემულთა მათ მცნებათა, არამედ შეუორგულებელად ჰმორჩილებდეს ბრძანებათა მათ საღმრთოთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა განეშორნეს იგინი, აჰა ანგელოზი უფლისაჲ გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ, წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისაჲ მაგის, წარწყმედად ეგე. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაჲ იგი და დედაჲ მისი ღამე და წარვიდა ეგჳპტედ და იყო მუნ ვიდრე აღსრულებამდე ჰეროდესა. რაჲთა აღესრულოს თქუმული უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან, რომელ იტყჳს: ეგჳპტით უწოდო ძესა ჩემსა“ (2,13-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ მოგუთა მათ არარაჲ ინებეს გამოძიებად, არამედ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეიწყნარეს ბრძანებაჲ, ხოლო ჩუენდა ღირს არს ძიებად მოგუთათჳსცა და ყრმისათჳსცა, თუ რაჲსათჳს არა ჰურიასტანს დაადგრა უშიშად ჰეროდესაგან, არამედ უბრძანა ანგელოზმან მოგუთა ფარულად წარსლვაჲ სპარსეთად და იოსებს ჰრქუა წარყვანებაჲ ყრმისაჲ მის ეგჳპტედ დედითურთ მისით. რაჲ არს ესე? უკუე-თუმცა მიეცა იგი ჴელთა ჰეროდესთა და ვერმცა უძლო მან მოკლვად მისა, არამცა სარწმუნო იქმნა, თუ ჴორცნი შეისხნა, არამცა შეწყნარებულ იქმნა სიტყუაჲ იგი განკაცებისაჲ, რამეთუ ესეცა იქმნა და სხუაჲ მრავალი კაცობრივითა წესითა; და ეგრეთცა იკადრეს ვიეთმე თქუმად, ვითარმედ აჩუენა ოდენ ჴორცთა შესხმაჲ და არა ჭეშმარიტ იყო განკაცებაჲ მისი. უკუე-თუმცა ყოველსავე ღმრთივშუენიერებით იქმოდა და ძალსაცა ღმრთეებისა თჳსისასა გამოაჩინებდა, რავდენ არა უმეტესადმცა დაამტკიცეს სიტყუაჲ თჳსი მეტყუელთა მათ ურჩულოებისათა. ამისთჳს თავს-იდვა ეგჳპტედცა სივლტოლაჲ, რაჲთა ჭეშმარიტებაჲ განკაცებისა მისისაჲ სარწმუნო-ყოს.
ხოლო მოგუნი იგი წარავლინნა ადრე, რაჲთა მოძღუარ ექმნენ ქუეყანასა სპარსთასა, და რაჲთა მოიკიცხოს მძლავრი იგი ჰეროდე და ცნას, ვითარმედ შეუძლებელსა საქმესა ჴელ-ჰყოფს, და სიბორგილე იგი გულისწყრომისა თჳსისაჲ დააცხრვოს და ცუდისა მის შრომისაგან განეყენოს, რაჲთა ორკერძოვე ძლეულ იქმნას იგი: მოგუთაგან პირველად, კადნიერებით შესლვისათჳს იერუსალჱმდ და ქადაგებისა მისთჳს განცხადებულისა, და მეორედ, ესრეთ ადვილად განკიცხვისა მისისათჳს. ეგრეთვე პირველ მეგჳპტელნიცა იგი საკიცხელ ისრაჱლთა ყვნა, რამეთუ ძალ-ედვა ცხადად სიმდიდრისა მის მეგჳპტელთაჲსა ჴელთა ისრაჱლთასა მიცემად, არამედ უბრძანა ცთუნებაჲ მათი და მოკიცხვით წარღებაჲ სიმდიდრისა მათისაჲ, რომელ-იგი არა უდარესად სხუათა მათ სასწაულთასა განსაკჳრვებელ წინააღმდგომთა იქმნა. ამისთჳსცა, ოდეს-იგი მიეცა კიდობანი ასკალონელთა და სხუათა მათ ქალაქთა, და სცა მათ წყლულებითა ფიცხელითა, და ეტყოდეს ქურუმნი იგი და მისანნი განვლინებასა მას კიდობნისასა, სხუათა მათ სასწაულთა თანა ესეცა შორის შემოიღეს და თქუეს: „რაჲსათჳს განჰფიცხნებით, ვითარცა-იგი მეგჳპტელნი და ფარაო განფიცხნეს? და გუემნა იგინი გუემითა სასტიკითა. და ოდეს მოიკიცხნეს, მაშინ გამოუტევეს ერი იგი“.1 ხოლო ესე თქუეს, რამეთუ სხუათა მათ ძლიერებათა სწორად შეერაცხა ესრეთ ადვილად მოკიცხვაჲ მათი - სასწაულად უძლეველისა მის ძალისა მისისა, რომელ-იგი აქაცა იქმნა განსაკჳრვებელად მძლავრისა მის. რამეთუ გულისჴმა-ყავ, თუ რავდენ შეწუხნამცა ჰეროდე და შეიშთვებოდა, ოდეს იხილა თავი თჳსი მოკიცხული მოგუთა მათგან. ხოლო თუ არა შეიგონა, ესე მისისა მის უგუნურებისა და უკეთურებისა გარდამატებულებაჲ არს და არა ბრალობაჲ კეთილადგანმგებელისა მის უფლისაჲ; რამეთუ უფალმან უჩუენა გზაჲ გულისჴმის-ყოფად უძლურებისა თჳსისა და ვერშეძლებისა წინააღმდგომად ღმრთისა, ხოლო იგი უძჳრესისა მიმართ წარემატა, რაჲთა ამისთჳსცა უმეტესისა საშჯელისა ღირს იყოს უგუნური იგი და ურჩულოჲ.
ხოლო რაჲსათჳს ეგჳპტედ წარვიდაო ყრმაჲ იგი და უფალი? - იტყჳან ვიეთნიმე; არამედ თქუა მახარებელმანცა მიზეზი წარსლვისა მისისაჲ: „რაჲთა აღესრულოსო თქუმული უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან, რომელსა იტყჳს: ეგჳპტით უწოდი ძესა ჩემსა“.2 ხოლო ამასცა გულისჴმავჰყოფთ, ვითარმედ კეთილისა სასოებისა დაწყებაჲ ექადაგებოდა სოფელსა, რამეთუ ვინაჲთგან ბაბილონი და ეგჳპტე უფროჲს ყოვლისა სოფლისა შეპყრობილ იყვნეს სიბნელითა მით და არმურითა უღმრთოებისაჲთა, ჟამსავე შობისა მისისასა იწყო უფალმან ორთავე მათ სოფელთა კურნებად და სიბნელისა მის მათისა განათლებად, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ორთავესა მიფენად ეგულების ნათელსა თჳსსა და სასოებაჲ ცხორებისაჲ მისცეს
1 1 მეფ. 6,6. 2 მათ. 2,15.
ყოველთა წარმართთა. ამისთჳსცა ბაბილოვნით უწოდა მოგუთა მათ და უჩუენა განკაცებაჲ თჳსი; და მიავლინნა იგინი ქადაგად ბაბილოვნელთა, ხოლო ეგჳპტედ თავადი მივიდა დედისა თანა თჳსისა. ამას ზედა სხუაჲცა მოძღურებაჲ გუესწავების ჩუენ ამიერ, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ ჯერ-არს თავს-დებაჲ განსაცდელთა და ბრძოლათაჲ; რამეთუ იხილე, ვითარ შობითგანვე უფლისაჲთ ესრეთ იქმნა, და ვიდრე სახუეველთაღა შინა იყო, ბრძოლად აღუდგა მას მძლავრი ჰეროდე. ამისთჳსცა ეგჳპტედ ივლტის და უცხოებად წარვალს დედითურთ ცხორებისმომცემელი იგი ყრმაჲ, რაჲ-თა შენ გესმას ესე, და რაჟამს სულიერსა რასმე მსახურებასა ღირს იქმნა ჴელ-ყოფად, და მერმე მოიწინენ შენ ზედა განსაცდელნი და ბრძოლანი, გინა თუ ეშმაკთაგან, ანუ თუ კაცთაგან, არა შეშფოთნე, არცა უცხოდ აღგიჩნდეს და სთქუა: რაჲ არს ესე? საქმესა საღმრთოსა ჴელ-ვყავ, და ჯერიყო, რაჲთამცა უფროჲსად ლხინებაჲ და განსუენებაჲ ვპოვე, და აჰა ესერა განსაცდელნი მეწინეს მე. არამედ მიჰხედნე სახესა ამას და მადლობით ყოველივე დაითმინო და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ესე არს წესი სულიერთა საქმეთაჲ, რაჲთა მარადის თანაშერთულ იყვნეს ბრძოლანი განსაცდელთანი. რამეთუ ვინ არს იგი, რომელი ხედვიდეს დედასა უფლისასა საკჳრველისა მისთჳს და ცნობათა უაღრესისა შობისა შორსა და უცხოსა ქუეყანასა ლტოლვილსა, და მას უცხო უჩნდეს თავს-დებაჲ ჭირთა და განსაცდელთა და ბრძოლათაჲ სოფელსა ამას შინა. ხოლო გულისჴმა-ყავ ესეცა საკჳრველებაჲ: ჰურიასტანი ებრძვის და სდევნის უფალსა, და ეგ-ჳპტე შეიწყნარებს და უვნებელად დაიცავს, რაჲთა ყოველივე იგი იქმნას დასასჯელად ჰურიათა.
ამისთჳსცა, იხილა რაჲ უმადლოჲ იგი და უგუნური გონებაჲ მათი ანგელოზმან, ვითარმედ ჰეროდეს უმეტესად შეეწევიან, ვიდრეღა მაცხოვარსა და მჴსნელსა ყოვლისა სოფლისასა, გამოუჩნდა ჩუენებით არა ქალწულსა, არამედ იოსებს და ესრეთ ჰრქუა მას: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი“. არღარა ეტყჳს აწ, თუ ცოლი შენი, არამედ დედაჲ ყრმისაო. ვინაჲთგან შობაჲ იგი აღესრულა და ყოველივე იჭჳ დაიჴსნა და კაცი იგი მორწმუნე იქმნა, არღარა იყო მიზეზ წოდებად ქალწულისა ცოლად მისა, არამედ „ყრმაჲ ეგეო და დედაჲ მაგისი“. ვიდრემდე შობაჲ იგი საკჳრველი არა აღსრულებულ იყო და ძე იგი, ყოველთა მეუფე, არა შობილ იყო, ცოლად სახელ-სდებდა მიზეზთა მათთჳს ზემოთქუმულთა, ხოლო ვინაჲთგან იშვა უფალი და გამოჩნდა, თუ ვისი დედაჲ არს ქალწული იგი, ვითარღამცა ჰრქუა ცოლად მისა, რომელი-იგი უცხო იქმნა წესთაგან ქორწინებისათა და რჩულთაგან ბუნებისათა? ამისთჳსცა ეტყჳს ანგელოზი იოსებს: „აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ, რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის, წარწყმედად ეგე“, ესე იგი არს, მოკლვად ეგულების ეგეო, რაჲთა წარწყმდეს და უჩინო იქმნას სახელი მისი. ხოლო იოსებ არავე დაბრკოლდა, არცა ჰრქუა, თუ: რაჲ არს სიტყუაჲ ეგე? პირველ იტყოდე, ვითარმედ: „მან იჴსნას ერი თჳსი“,1 და აწ ვერცა თუ თავსა თჳსსა ძალ-უცა გამოჴსნად? არამედ გჳჴმს სივლტოლაჲ შორთა ქუეყანათა. წინააღმდგომ ხარებისა მის შენისა არს საქმე ესე. არარაჲ ესევითარი თქუა, რამეთუ მორწმუნე იყო კაცი იგი, და არცა თუ უკუმოსლვისა ჟამი გამოიკითხა, ესმა რაჲ ანგელოზისაგან, ვითარმედ: „იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ“, არამედ სიმჴნით თავს-იდებდა ყოველ-თავე განსაცდელთა. რამეთუ, ვითარცა ვთქუ, ყოველსა კეთილსა საქმესა ჭირი თანაშეთხზულ არს, არამედ სახიერი ღმერთი ნუგეშინის-ცემასაცა შეჰრთავს განსაცდელთა თანა, რაჲთა არცა ჭირნი იყვნენ უნუგეშინისცემულ, არცა განსუენებაჲ უჭირველად, არამედ ამით ორითავე შესთხზნის ცხორებასა მართალთასა. ეგრეთვე აქაცა ქმნა. და ესრეთ გულისჴმა-ყავ: იხილა იოსებ ქალწული მიდგომილი და შეწუხნა, რამეთუ იჭჳ ცოდვისაჲ მოუჴდა გულსა, ვითარ-იგი არასადა სმენილ იყო კაცთა შორის უთესლოდ მუცლად-ღებაჲ. და მეყსეულად დაადგრა მას ანგელოზი და იჭჳ იგი განუქარვა, და ყოველივე შიში გულისა მისისაგან განიოტა. და იხილა რაჲ შობაჲ უფლისაჲ, აღივსო სიხარულითა. კუალად სიხარულსა მას შეუდგა მწუხარებაჲ და შიში, რაჟამს მეფე იგი ურჩულოჲ ბორგდა და ერი ჰურიათაჲ აღ-შფოთნებოდა და შობილსა მას ეძიებდეს. არამედ ესეცა მწუხარებაჲ დააცხრვო მოსლვამან მოგუთამან და წინამძღურობამან ვარსკულავისამან. კუალად ამის ნუგეშინის-ცემისა შემდგომად მოიწია შიში უმეტესი, ესმა რაჲ, ვითარმედ: „ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის“, და ივლტოდე ეგჳპტესო, - ეტყოდა მას ანგელოზი. ესე ამისთჳს, რამეთუ არა ჯერ-იყო ჯერეთ სასწაულთა ქმნაჲ, რამეთუ უკუეთუმცა სიჩჩოჲთგანვე იწყო სასწაულთა აღსრულებად, მრავალთამცა არა ჰრწმენა, ვითარმედ სრული კაც-თა ბუნებაჲ მიიღო და ჭეშმარიტად განჴორციელდა. ამისთჳსცა არა თავით თჳსით შეემზადების ტაძარი იგი ყოვლადწმიდისა გუამისა მისისაჲ, არამედ მიდგომილებაჲ უთესლოჲ იქმნა, და ცხრა თუე საშოსა შინა დედისასა იყო, და შობაჲ ჭეშმარიტი აღესრულა უხრწნელებითა და წოვნაჲ სძისაჲ და სიჩ-ჩოჲ გუამისაჲ და ზრდილობაჲ, რაჲთა უთესლოდ მუცლად-ღებითა და უხრწნელებით შობითა ღმრთივშუენიერებაჲ შობისა მისისაჲ გამოჩნდეს, ხოლო წესითა მით შობისა და ჩჩჳლებისა და ზრდილობისაჲთა ჭეშმარიტებაჲ განკაცებისა მისისაჲ გულისჴმა-ვყოთ. ამისთჳსცა არარაჲ ქმნა სასწაული, ვიდრე სრულ იქმნა ჰასაკითა მით გუამისაჲთა, რაჲთა განგებულებისა იგი სიტყუაჲ სარწმუნო-ყოს და საიდუმლოჲ იგი დაამტკიცოს.
იტყჳან უკუე ვიეთნიმე, ვითარმედ: უკუეთუ ესე ესრეთ არს, რაჲსათჳს ყოვლადვე იქმნნეს სასწაულნი იგი ჟამსა შობისა მისისასა: ხარებაჲ ანგელოზისაჲ, გამოჩინებაჲ ვარსკულავისაჲ, ზეცით ჴმანი ანგელოზთანი მწყემსთა მიმართ და სხუაჲ ესევითარი? ესე ყოველი იქმნა, საყუარელო,
1 მათ. 1,21.
და სხუაჲ იგი მსგავსი ამისი, რაჲთა გულსავსე იქმნას დედაჲ იგი ქალწული, რაჲთა გულისჴმა-ყოს იოსებ, რაჲთა იხილოს უფალი მოხუცებულმან სჳმეონ, ეგულებოდა რაჲ წარსლვაჲ ამიერ, რაჲთა ცნან მწყემსთა მათ და მოგუთა და ჰურიათა, რომელთა არა ინებეს ცნობად. რამეთუ უკუეთუმცა ენება, აქუნდა მიზეზი გულისჴმის-ყოფისაჲ განცხადებული. ხოლო არა ინებეს რაჲ აღხილვად თუალთა და ხილვად ნათელი იგი ბრწყინვალჱ, დადუმნა ვიდრე ჟამადმდე ნათლის-ღებისა მისისა და მიერითგან იწყო განცხადებულად ქადაგებად და შეწყნარებად მოწაფეთა და ქმნად ნიშებისა და სასწაულებისა. არამედ ჟამსა სიყრმისასა არარაჲ ქმნა ესევითარი ზემოჴსენებულთა მიზეზთათჳს, არამედ ივლტოდაცა პირისაგან ჰეროდესა და უცხოდ ქუეყანად წარვიდა, რაჲთა არარაჲ სათნოებათაგან დაშთეს აღუსრულებელად მის მიერ, არამედ მოგუცეს ჩუენცა სახე უცხოებისაჲ, რომელ-ესე ერთი არს მოღუაწებათაგანი, და უფროჲსად, ოდეს-იგი ჩჩჳლ იყოს შინაგანი კაცი ჩუენი, კეთილ არს უცხოებაჲ, რამეთუ ჰეროდე ვნებად გამოითარგმანების, და ეგჳპტე სახე არს ჭირთა და შრომათაჲ. აწ უკუე, ოდეს სულიერითა მით ჰასაკითა ჩჩჳლ ვიყვნეთ და შიში ვნებათაჲ გუდევნიდეს, რომელთაცა სახე არს ჰეროდე, კეთილ არს ჩუენდაცა ბაძვაჲ უფლისაჲ, და ვითარცა იგი ივლტოდა ეგჳტედ პირისაგან ჰეროდესა, ეგრეთცა ჩუენ უცხოებისა და სხჳსა ყოვლისავე ჭირისა და შრომისა საქმე თავს-ვიდვათ, ვიდრემდე მოვაკუდინნეთ ვნებანი უვნებლობითა.
ხოლო შთასლვაჲ იგი ეგჳპტედ და მიერ აღმოსლვაჲ კუალად ჰურიასტანად იქმნა უმეტესად ქალწულისა ღმრთისმშობელისა სადიდებელად, რამეთუ ვინაჲთგან ერი იგი ებრაელთაჲ იქადოდა ამას ზედა, რომელ ეგ-ჳპტით ამოვიდეს მამანი მათნი, აღესრულა ესეცა ქალწულსა მას ზედა წმიდასა, და უფროჲსღა ერისა მის აღმოსლვაჲ მიერ და პირველ მათსა მამათმთავრისაჲ მის ამისსა მოასწავებდა შთასლვასა და აღმოსლვასა. რამეთუ მაშინ ისრაჱლ და ძენი მისნი ლტოლვილნი სიყმილისაგან შთავიდეს ეგ-ჳპტედ, და აწ - ქალწული, ივლტოდა რაჲ ჰეროდესგან; იგინი შთავიდეს რაჲ ეგჳპტედ, განერნეს სიყმილისაგან, და ესე შთავიდა რაჲ ეგჳპტედ და ეტჳრთა წიაღითა მჯდომარე საყდართა ზედა ქერობინთა და დიდებული სერაბინთა მიერ, შემუსრნა ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი და წმიდა-ყო ქუეყანაჲ იგი მისლვითა მისითა. გულისჴმა-ყავ უკუე, ვითარ მდაბალთა მათ საქმეთა თანაშეერთვიან მაღალნიცა გამომაჩინებელად ძალსა ღმრთეებისა მისისასა. ამისთჳსცა არა ჰრქუა ანგელოზმან იოსებს, თუ: მე წინაგიძ-ღოდი შენ ეგჳპტედ, და მე აღმოგიყვანო მიერ, ვითარცა პირველ იაკობს მამათმთავარსა, რამეთუ მეუფჱ იგი ანგელოზთა და კაცთა მათ თანა იყო მჴსნელად ყოვლისაგან ბოროტისა, რომელმანცა ჟამსავე შობისა მისისასა შეცვალნა ბუნებანი საქმეთანი ჯერისაებრ და ყვნა მტერნი იგი და უცხონი თანაშემწედ განგებულებისა მის. და მოგუთა, ბარბაროზთა მათ სპარსთა, დაუტევეს მამული იგი ეშმაკთა მონებაჲ და მოვიდეს თაყუანის-ცემად მისა. და აგჳსტოს კეისარი თანაშემწე იქმნა ბეთლემს შობისა მისისა ბრძანებითა მით, რომელი მათ ოდენ დღეთა გამოჴდა მის მიერ, რომელმანცა აიძულა იოსებისა და მარიამისა აღსლვად ბეთლემს აღწერისა მისთჳს; და კუალად ეგჳპტემან შეიწყნარა იგი ლტოლვილი ჰეროდესგან და მისცა მიზეზი შეწყალებისა თჳსისაჲ, რაჲთა უკუანაჲსკნელ, განვრცელდეს რაჲ ქადაგებაჲ მოციქულთაჲ ყოველსა სოფელსა, იქადოდის იგი, ვითარცა ყოველთა უპირატეს შემწყნარებელი. ჰურიასტანისადა მიცემულ იყო ნიჭი ესე, არამედ იქმნეს რაჲ იგი უმადლო და არა ინება შეწყნარებაჲ უფლისაჲ ლმობიერად, იპოა ეგჳპტე უგონიერეს მისა და უმჴურვალეს.
სწავლაჲ ჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა
და აწ უკუეთუ მიხჳდეთ უდაბნოთა მათ მეგჳპტისათა, იხილნეთ იგინი უშუენიერეს სამოთხისა, იხილნეთ მუნ ბევრეულნი დასნი ანგელოზთანი კაცობრივითა ამით ჴორცითა, კრებულნი მოწამეთანი და სიმრავლენი ქალწულთანი; იხილოთ მუნ ყოველივე მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ დაჴსნილი და მეუფებაჲ ქრისტესი განბრწყინვებული; და ქუეყანაჲ იგი ულუკთა და მისანთა და გრძნეულთა მშობელი, რომელმან მოიპოა ყოველი წესი გრძნეულებისაჲ და მრავალთა სოფელთა უქადაგა, იხილო აწ მოქადული მოძ-ღურებასა მას ზედა მოციქულთასა, რომელი ეკიცხევს აწ პირველსა მას საცთურსა და შემკობილ არს ჯურითა და სახარებითა და წიგნებითა მოციქულთაჲთა. და ესევითარი ესე კეთილი არა ქალაქსა შინა ოდენ ჰპოო, არამედ უფროჲსად უდაბნოსა, რამეთუ სავსე არს ყოველი იგი ქუეყანაჲ მჴედრებითა ქრისტესითა, განწყობილითა მით ანგელოზთაჲთა, მოქალაქობითა მით უჴორცოთაჲთა. და ესე არა მამათა მიერ ოდენ იხილვების ასრულებულად, არამედ ბუნებისაგანცა დედათაჲსა, რამეთუ იგინიცა არაჲთა უდარეს მამათასა განწყობილ არიან ბრძოლად ეშმაკისა, არა საჭურველითა რკინისაჲთა შეჭურვილნი, არამედ საჭურველითა მით ჴელითუქმნელითა სათნოებათაჲთა, რამეთუ ზოგად არს მამათა და დედათა ბრძოლაჲ ეშმაკისა მიმართ, ძალთა მათ მიმართ ბნელისათა, და არასადა იქმნების უძლურებაჲ იგი ბუნებისა დამაბრკოლებელ ესევითარისა მის ბრძოლისაჲ. არა ძალითა ჴორცთაჲთა, არამედ ძალითა გონებისაჲთა აღესრულების ესევი-თარი იგი ბრძოლაჲ. ამისთჳს დედანი უმეტეს მრავალთა მამათა განძლიერდეს განწყობილსა მას შინა.
არა ბრწყინავს ესრეთ ცაჲ სიმრავლითა მით ვარსკულავთაჲთა, ვი-თარ-იგი უდაბნონი ეგჳპტისანი ბრწყინვენ საყოფლებითა მით მონაზონ-თაჲთა. უკუეთუ ვის უხილავს ძუელი იგი ეგჳპტე, ღმრთისა მბრძოლი და განლიგებული მონებითა კერპთაჲთა, თაყუანისმცემელი კუერნებისა, ხახჳსაჲ და ნიორისაჲ, მან გულისჴმა-ყოს ძალი ქრისტესი, თუ ვითარისა უგუნურებისა და სიცოფისაგან ვითარსა ღმრთისმეცნიერებასა მოიყვანნა იგინი. რამეთუ იპოებიან აწცა სასწაულნი პირველთა მათ სამსახურებელთა და საზორველთა მათთანი, და აწ, რომელნი-იგი ესევითარითა სიბორგილითა და სიცოფითა შეპყრობილ იყვნეს, სავსე არიან საღმრთოჲთა მეცნიერებითა და საიდუმლოთა ზეცისათა ზრახვენ და მამულთა მათ წესთა ეცინიან და მამათა მათთა დიდად აბრალებენ და მათსა უბადრუკებასა იგლოენ და ფილოსოფოსთა მათ ამაოთა სიბრძნე საკიცხელად აქუს, რამეთუ ცნეს გონიერად, ვითარმედ ყოველი იგი მათ მიერ გამოთქუმული ზღაპარი არს ცუდი და ამაოჲ, ხოლო ქადაგებული იგი მეთევზურთა მიერ სიბრძნე არს ჭეშმარიტი და ზეცისა საიდუმლოთა გამომეტყუელი. ამისთჳსცა ესევითარსა მართლაღსაარებასა და მართლგამომეტყუელებასა თანა სარწმუნოებისასა საქმესაცა სათნოებისასა და წესსა მოღუაწებისასა უაღრეს ბუნებისა აჩუენებენ. რამეთუ აღიძარცუეს ყოველივე საქმე სოფლისაჲ და ჯუარსა აცუნეს თავნი თჳსნი და მერმეღა უმეტესისა მიმართ რბიან, ვი-თარცა კეთილადმსრბოლნი მჴედარნი. რამეთუ საქმესა ჴელთა მათთასა საზრდელად გლახაკთა წარაგებენ და არა თუ მარხვასა და მღჳძარებასა კმა-ჰყოფენ, არამედ ჴელთა საქმესაცა ჴორცთა თჳსთა აჭირვობენ, წარაგებენ ღამეთა ლოცვასა შინა და გალობასა და დღეთა ეგრეთვე ლოცვასავე შინა და ჴელთსაქმარსა, რაჲთა მობაძავ იქმნენ მოქალაქობისა მის სამოციქულოჲსა. რამეთუ ვითარცა-იგი მოციქული პავლე იტყოდა, იქმოდა რომელ შრომასა თანა ქადაგებისა და მოძღურებისასა საქმესაცა ჴელ-თასა, დღე და ღამე მოსწრაფე იყო, და ჰმსახურებდეს ჴელნი მისნი საჴმარსა მისსა და რომელნი იყვნეს მის თანა, ეგრეთვე ნეტარნი ესე იქმან: დაუცხრომელად ილოცვენ და საქმესა ჴელთასა არა უდებ იქმან, რაჲთა მისგან მოირეწონ, რაჲ-იგი უჴმდეს მიცემად გლახაკთა. და აწ ჩუენცა გურცხუენოდენ, სიმდიდრითა გარდამატებულთა, მათისა მის მოსწრაფებისაგან, რამეთუ უკუეთუ იგინი, რომელთა სრულიად უვარ-უყოფიან ჴორცნი და გემონი სოფლისანი, ესრეთ მოღუაწე გლახაკთა არიან, რაჲ-მე სიტყუაჲ ვპოოთ ჩუენ დღესა მას სასჯელისასა, რომელნი-ესე არცა თუ ნამეტნავსა ფრიადისა სიმდიდრისასა მივსცემთ გალახაკთა? ესრეთ უაღრეს ყოვლისა სოფლისა არიან მოღუაწენი იგი სანატრელნი, შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, განშორებულნი ყოველთაგან გემოთა ჴორციელთა და შუებათა საწუთროჲსათა. ესრეთ შეცვალა ეგჳპტე ქრისტემან მოსლვითა მისითა, რამეთუ დაღაცათუ ქადაგებაჲ იგი უკუანაჲსკნელ განეფინა შემდგომად ამაღლებისა მისისა, არამედ მადლი მისი მიერითგანვე დაეთესა, შე-რაჲვიდა მას შინა ჩჩჳლი. ეჰა საკჳრველი! სადა-იგი უფროჲს ყოვლისა სოფლისა იყო უფლებულ ვნებათა სიმრავლე და მონებაჲ გემოთაჲ და მუცლისაჲ, სადა-იგი იყვნეს სიავნი სავსენი ჴორცითა, ვითარცა თქუეს ჰურიათა, სადა-იგი იყო ყოველი საცთური, აწ მკჳდრთა მის ქუეყანისათა შეიწყნარეს ცეცხლი სურვილისა საღმრთოჲსაჲ, და სრულიად ფრთოვან იქმნეს სულნი მათნი მიწევნად სავანეთა მათ ზეცისათა, და ყოვლითავე ქველისსაქმითა მობაძავ არიან ანგელოზთა ზეცისათა.
უწყის ჩემ მიერ თქუმული ესე, რომელიცა მისრულ არს სავანეთა მათ მათთა და უხილავს მოქალაქობაჲ მათი, ხოლო რომელსა არა უხილვან იგინი თუალითა, გულისჴმა-ყავნ მან მოქალაქობაჲ იგი ანგელოზთა მიმსგავსებულისაჲ მის, რომელი შემდგომად მოციქულთა, მობაძავი მოციქულთაჲ, ეგჳპტით გამოჩნდა. სანატრელსა მას ვიტყჳ, დიდსა ანტონის, რომელი მისვე ქუეყანისაჲ იყო, ვინაჲცა ფარაო, არამედ არაჲ ევნო ქუეყანისა მისგან, რამეთუ ღირს იქმნა იგი ხილვასაცა საღმრთოსა და ესევითარი ცხორებაჲ მოიგო, ვითარ-იგი მცნებანი ქრისტესნი ბრძანებენ. და ესე ცნას განცხადებულად, რომელიცა მისსა მას მიემთხჳოს ცხორებასა, რომელი ღირსმან მან და ნეტარმან ათანასი აღწერა ალექსანდრიელმან, რომელსა შინა დიდი პოოს მოღუაწებისა საზომი და ფრიადი საქმე სასწაულთაჲ და მადლი წინაწარმეტყუელებისაჲ. რამეთუ განცხადებულად წინაწარმეტყუელა ყოფადისა მისთჳს არიანოზთა მიერ შფოთისა ეკლესიათაჲსა, რომელი-იგი კეთილად გამოუცხადა მას უფალმან. არამედ რაჲთა არა ჩემგან გიჴმდეს ესევითარისა მისთჳს მოქალაქობისა მითხრობად, თქუენ აღმოიკითხეთ კაცად-კაცადმან წიგნი იგი და ყოველივე კეთილად ისწაოთ და იხილოთ მუნ სიბრძნე საღმრთოჲ ჭეშმარიტი. ხოლო ამას გევედრები, რაჲთა არა აღმოვიკითხოთ ოდენ, არამედ ვჰბაძჳდეთცა კეთილთა მათ საქმეთა და ნუმცა რას ვმიზეზობთ: ნუცა სოფელსა ბოროტისმოქმედსა, ნუცა მშობელთა უკეთურებასა, ნუცა ზრდილობასა ვნებულსა, რამეთუ უკუეთუ ვინებოთ კეთილისა საქმჱ, არარაჲ ამათგანი იქმნას დამახრწეველ ჩუენდა. რამეთუ აბრაჰამისცა მშობელნი უკეთურ იყვნეს, არამედ იგი სათნო-ეყო ღმერთსა; და ეზეკია ძე იყო აქაზისი და მონა ღმრთისა იქმნა; და იოსებ შორის ეგ-ჳპტესა მიიღო გჳრგჳნი სიწმიდისაჲ; და სამნი ყრმანი ბაბილონს იყვნეს სახლსა ნაბუქოდონოსორისსა, და აიძულებდა მათ საჭურისთმთავარი იგი შუებად და ფუფუნებად, ხოლო მათ სრული იგი აჩუენეს სიბრძნე; და მოსე ეგჳპტეს იყო, და პავლე სოფელსა შინა ვიდოდა, და ვერარამან უძლო დაბრკოლებად მათდა კეთილისა მის გზისაგან სათნოებათაჲსა.
აწ უკუე ჩუენცა გულისჴმა-ვყოთ ესე ყოველი და ყოველივე მიზეზი ცუდი და ამაოჲ განვაგდოთ და შრომასა მას სათნოებათასა გულსმოდგინებით ჴელ-ვყოთ. და იხილოს რაჲ ღმერთმან გულსმოდგინებაჲ ჩუენი, მოგუცეს მწრაფლ მისმიერი შეწევნაჲ, და ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.