ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ
გუაკურთხენ, უფალო! კურთხეულ არს ღმერთი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ! ლოცვა-ყავთ გლახაკისა ევთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო.
ჯერ-იყო ჩუენდა, ძმანო, რაჲთამცა არა გუეჴმარებოდა წერილთამიერი შეწევნაჲ, არამედ ესევითარიმცა გუაქუნდა მოქალაქობაჲ სავსე სიწმიდითა და სათნოჲ ღმრთისაჲ, რაჲთამცა მადლი იგი სულისა წმიდისაჲ განანათლებდა სულთა ჩუენთა წიგნთა წილ, და ვითარცა წიგნნი იწერებიან მელნითა, ეგრეთმცა გულნი ჩუენნი იწერებოდეს მადლითა მით ცხოელსმყოფელისა სულისაჲთა; ხოლო ვინაჲთგან ესევითარსა მას საწადელსა და სასურველსა მადლსა დავაკლდით სიმრავლითა ცოდვათა ჩუენთაჲთა, მოედით, აწ მეორე ესე ვიპყრათ გზაჲ - გულისჴმის-ყოფაჲ წერილთაჲ და მათ მიერ სარგებელი სულთა ჩუენთაჲ.
უმჯობეს და უაღრეს იყო პირველი იგი, ვითარცა წამებს ღმერთი საქმეთა მიერ მისთა და სიტყუათა; რამეთუ ნოეს და აბრაჰამს და შვილთა მისთა და იობს და მოსეს არა წერილთა მიერ ეტყოდა, არამედ თავადი თავით თჳსით, რამეთუ ჰპოებდა გონებათა მათთა განწმედილთა ბიწისაგან ვნებათაჲსა. ვინაჲთგან კულა უფსკრულსა მას უკეთურებისასა შთავარდა ერი იგი ებრაელთაჲ და მრავალთა მიერ ცოდვათა შეამწიკულნეს სულნი მათნი, მერმე საჭიროდ საჴმარ იქმნნეს წერილნი და ფიცარნი რჩულისანი და მათმიერი იგი სწავლაჲ და მცნებათა დადებაჲ, რამეთუ არღარა ღირს იყვნეს პირისპირ ზრახვად მეუფისა, და ესე საქმჱ არა პირველთა მათ წმიდათა ზე ოდენ, არამედ ახლისაცა რჩულისათა სახილველ არს, რამეთუ მოციქულთა არა თუ წერილ რაჲმე მისცა ღმერთმან, არამედ წერილთა წილ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ აღუთქუა მოცემად, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მან მოგაჴსენოს თქუენ ყოველივე“.1 და რაჲთა სცნა უაღრესობაჲ
1 იოან. 14,26.
ამის სახისაჲ, ისმინე, რასა იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ: „აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, მივსცე რჩული ჩემი გონებასა შვილთა თქუენთასა და გულთა ზედა მათთა დავწერნე მცნებანი ჩემნი, და იყვნენ ყოველნი ღმრთივსწავლულ“.1 და მოციქული პავლე ამის მადლისა უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყჳს დაწერასა რჩულისა მის ახლისასა „არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“.2
ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთჳს კუალად საჴმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენ ბოროტ არს, რომელთა-ესე თანაგუედვა ესევითარისა მოქალაქობისა მოგებაჲ, რაჲთამცა არად საჴმარ იყო ჩუენდა წერილი, არამედ წიგნთა წილ სულისა მიერ წმიდისამცა განათლდებოდეს გულნი ჩუენნი, ვინაჲთგან მას პატივსა დავაკლდით და მეორე ესე სახე საჴმარ იქმნა ჩუენდა, უკუეთუ აწ ესეცა წამალი არა ვიჴმაროთ კეთილად. ხოლო უკუეთუ ესე საბრალობელ არს, რომელ წერილნი გუეჴმარებიან და არა სულისა წმიდისა მადლითა სავსე ვართ, იხილეთ, რაოდენ უმეტეს საბრალობელ ვართ, უკუეთუ ვერცა რაჲ ამის წამლისაგან ვირგოთ, არამედ ცუდად და ამაოდ მდებარედ შევჰრაცხნეთ წერილნი უმეტეს ჩუენდა დასასჯელად. ხოლო რაჲთა არა შეგუემთხჳოს ესევითარი, გულისჴმა-ვყვნეთ წერილნი მეცნიერებით და ვცნათ, ვითარ ძუელი იგი მოეცა რჩული, ანუ ვითარ ახალი ესე აღესრულა მადლი. ვითარ უკუე მოეცა რჩული იგი, ანუ ოდეს, გინა სადა? შემდგომად წარწყმედისა მის მეგჳპტელთაჲსა უდაბნოსა მას ზედა მთასა სინაჲსა, რაჟამს არმური და საჴუმილი აღვიდოდა მთისაგან, ჴმაჲ ნესტჳსაჲ ისმოდა, ელვანი და ქუხილნი იქმნებოდეს, შე-რაჲ-ვიდა მოსე ნისლსა მას. ხოლო ახალსა რჩულსა არა ესრეთ, არცა უდაბნოსა ზედა მოგუეცა, არცა მთასა, არცა კუამლითა და ბნელითა, ნისლითა და არმურითა, არამედ ნათელსა შინა დღისასა, სახლსა შინა მსხდომარე იყვნეს რაჲ ყოველნი დიდითა სიმშჳდითა და დაწყნარებითა, მოვიდა მადლი იგი განმაცხოელებელისა წმიდისა სულისაჲ; რამეთუ პირუტყუებრივთა მათ და გონებითა ზრქელთა და ურჩთა უჴმდა ჴორციელი ხილვაჲ მთისა მის უდაბნოჲსაჲ, ნისლისა და არმურისაჲ, ჴმისა სასტიკისაჲ და სხუათა მათ ესევითართაჲ, ხოლო განყენებულთა მათ ყოვლისავე ვნებისაგან, მორჩილ-თა და სიმაღლედ სულიერად აღმაღლებულთა არარაჲ ესევითარი უჴმდა, და იგიცა, რომელ იქმნა ოხრაჲ, ვითარცა ქარისაჲ, არა თუ მოციქულთათჳს იყო, არამედ მუნ მყოფთა მათ მახლობელად ჰურიათა, რომელთათჳსცა ენანი იგი ცეცხლისანი ეჩუენნეს; რამეთუ უკუეთუ ამასცა ზედა იტყოდეს, ვითარმედ ტკბილთაგან სავსე არიან, უკუეთუმცა ყოვლადვე არარაჲ ესე-
1 შდრ. იერ. 31,31-34; იოან. 6,45. 2 2 კორ. 3,3.
ვითარი იხილვა, რაჲმცა არა მრავალი ესევითარი თქუეს. და ძუელსა მას რჩულსა, აღვიდა რაჲ მოსე მთად, მაშინღა ღმერთი გარდამოჴდა, ხოლო აქა, აღვიდა რაჲ ბუნებაჲ ჩუენი ზეცას და უფროჲსად საყდარსა მას სამეუფოსა, ეგრეთ გარდამოჴდა სული წმიდაჲ და ფრიად უაღრესნი საკჳრველებანი გამოაჩინნა, ვიდრეღა ძუელსა მას; რამეთუ არა მთით გარდამოჴდეს მოციქულნი და ჴელთა აქუნდეს ფიცარნი იგი რჩულისანი, ვითარცა მოსეს, არამედ სული წმიდაჲ მოაქუნდა გონებათა შინა თჳსთა, და საუნჯე კეთილ-თაჲ და წყაროჲ მადლისაჲ აღმოეცენებოდა მათგან და ყოველთა აღავსებდეს სურნელებითა, რამეთუ იყვნეს იგინი წიგნ პირმეტყუელ ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა, და მეყსა შინა მოაქციეს ღმრთისა სამ ათასნი იგი, მერმე ხუთ ათასნი, მერმე ყოველივე სოფელი, რამეთუ ღმერთი ეტყოდა ენითა მათითა მომავალთა სმენად სიტყჳსა მათისა.
ამის ყოვლადწმიდისა და დიდებულისა სულისა მადლითა აღივსო მა-თე, და აღწერა წმიდაჲ სახარებაჲ მათე მეზუერემან, რამეთუ არა მრცხუენის წოდებად მისა სახელი იგი პირველისა მის საქმისა მისისა, არცა მისდა, არცა სხუათადა, რამეთუ ესე გამოაჩინებს უფროჲსად ძალსა მას სულისა წმიდისასა და მათსა მას სათნოებასა, რომელ ესევითართა უნდოთა და შეურაცხთა საქმეთაგან, მეზუერეობისა და მეთევზეობისა და მეპრატაკეობისაგან, ესევითართა საქმეთა მოქმედ და ესევითართა სიტყუათა მეტყუელ იქმნეს. ხოლო სახარებად წიგნსა ამას სამართლად უწოდა, რამეთუ სატანჯველთაგან ჴსნასა და ცოდვათა შენდობასა და სიმართლესა და სიწმიდესა და გამოჴსნასა და შვილებასა ღმრთისასა და დამკჳდრებასა სასუფეველისასა ახარებს მტერყოფილთა, უმადლოთა, ბნელსა შინა მსხდომარეთა; რაჲმცა უკუე სწორ იყო წმიდისა ამის სახარებისა? ღმერთი ქუეყანასა ზედა იხილვების და კაცი ცათა შინა, და ზეცათანი იგი ქუეყანისა თანა აღერინეს, ანგელოზნი იხარებდეს კაცთა თანა, კაცნი ზიარ იქმნებოდეს ანგელოზთა და სხუათა მათ უზეშთაესთა ძალთა, და სახილველ იყო მრავალჟამისა მის ბრძოლისა დაჴსნაჲ და დაგებაჲ ღმრთისაჲ ჩუენისა ამის განვრდომილისა ბუნებისა მიმართ, რომლისათჳსცა ეშმაკთმთავარი სირცხჳლეულ იქმნა, სულნი იგი უკეთურნი ივლტოდეს, სიკუდილი შეიკრვოდა, სამოთხჱ განეღებოდა, წყევაჲ განქარდებოდა, ძალი ცოდვისაჲ განილეოდა, საცთური განიდევნებოდა, ჭეშმარიტება აღყუავნებოდა, სიტყუაჲ ღმრთისმსახურებისაჲ ყოველსა ქუეყანასა განითესვებოდა და ნაყოფიერ იქმნებოდა, მოქალაქობაჲ ზეცისაჲ ქუეყანასა ზედა დაენერგვოდა, და ძალნი უჴორცოთანი სიყუარულით თანამზრახვალ გუექმნებოდეს, და ანგელოზთმთავარნი ქუეყანად გარდამოვიდოდეს, და დიდი სასოებაჲ საუკუნეთა მათ კეთილთაჲ მოგუეცემოდა. ამის ყოვლისათჳს სახარება ეწოდა წიგნსა ამას, რამეთუ სხუაჲ ყოველივე სოფლისა სიტყუაჲ ოდენ არს ცუდ და ამაო, ცარიელი საქმეთაგან ჭეშმარიტებისათა: სიმრავლე საფასეთაჲ, სიმაღლე ძლიერებისაჲ, მთავრობაჲ და დიდებაჲ და პატივი და სხუაჲ ყოველივე, რავდენიცა სოფლისმოყუარეთა კეთილად უჩნს; ხოლო ქადაგებული იგი მეთევზურთა მიერ და მეზუერისა სამართლად იწოდების სახარება, არა ამისთჳს ოდენ, რომელ მტკიცე და შეურყეველ არიან კეთილნი იგი მის მიერ ქადაგებულნი და უზეშთაეს ღირსებისა ჩუენისა, არამედ ამისთჳსცა, რომელ ფრიად ადვილად მოგუეცა ყოველივე იგი, რამეთუ არა დავშუერით, არცა შევოფლდით ძიებასა მათსა, არცა რაჲ ჭირი თავს-ვიდევით, არამედ კაცთმოყუარებითა ღმრთისაჲთა უსასყიდლოდ მოგუეცნეს ნიჭნი იგი ბუნებათა უაღრესნი, რამეთუ შემიყუარნა ჩუენ განდგომილნი ესე სახიერმან მან მეუფემან და მოუგონებელითა მით პატივითა პატივ-გუცა, უკუეთუ ოდენ აწ ვინებოთ ღირსად ჩინებისა მის სლვად და პატივისა მის მისმიერსა შეშუენებად.
ხოლო რაჲსათჳს ესოდენთა მათ მოციქულთა შორის ორთა ხოლო აღწერეს სახარებაჲ ათორმეტთაგან და ორთა შემდგომთა მათთა (რამეთუ ერთი იგი პეტრესი და მეორე პავლესი იყო მოწაფე, რომელთა მათეს და იოვანეს თანა აღწერნეს სახარებანი)? - ესე ამისთჳს, რამეთუ არარას იქმოდეს პატივის ძიებით და მთავრობისმოყუარებით, არამედ ყოველსავე ზედა ბრძანებასა ღმრთისასა ელოდეს, და ვითარცა უბრძანა სულმან წმიდამან და რომელთა უბრძანა, მათცა აღწერეს. თქუას უკუე ვინ, ვითარმედ: არა კმა იყოა ერთი მახარებელი თქუმად ყოვლისავე? კმა იყო, არამედ რაჲთა უმტკიცეს იყოს და სარწმუნო ყოველივე, ამისთჳს ოთხთა აღწერეს, რაჲთა ოდეს იხილო, რომელ ოთხთა აღწერეს არა ერთსა ადგილსა, არცა ერთსა ჟამსა, არცა ერთად შეკრბეს და ეზრახნეს ურთიერთას, და ოთხთავე ერთი პირი და ერთი ძალი სიტყჳსაჲ, ვითარცა ერთითა პირითა აღწერეს, გულისჴმა-ჰყო ჭეშმარიტებისა მათისა ძალი. თქუას უკუე მაცილობელმან, ვითარმედ უფროჲსად წინააღმდგომი იქმნა მაგის სიტყჳსაჲ, რამეთუ ესერა მრავალსა ადგილსა წინააღმდგომ ურთიერთას იპოებიან. არამედ გულისჴმა-ყავნ ესევითარისა მეტყუელმან მან, ვითარმედ ამისგან უმეტესად გამოჩნდების ჭეშმარიტებაჲ მათი, რამეთუ უკუეთუმცა ყოველივე ერთი სიტყუა იყო ოთხთავე აღწერილი, რომელ არცამცა სიტყუაჲ შეიცვალებოდა, არცა ჟამი, არცა ადგილი, არამცა ვის ჰრწმენა მტერთაგანსა, თუ არა ერთად შეითქუნეს და ერთსა ადგილსა შეკრბეს და ყოველივე ზოგად დაწერეს; ხოლო აწ მცირედი იგი სიტყუათა შეცვალებაჲ ყოველსავე ესევითარსა იჭუსა განაქარვებს და გამოაჩინებს საქმისა მის ჭეშმარიტებასა, და რომელი რაჲმე - ანუ რომელთა ადგილთათჳს ანუ ჟამთა - სხუამან სხუაებრ თქუა და სხუამან - სხუაებრ, ესე ჭეშმარიტებასა სიტყჳსა მათისასა არარას ყოვლადვე ავნებს, არამედ ესეცა ყოველივე, რავდენიცა იპოოს, ვითარცა ღმერთმან ძალი მოგუცეს, თითოეულისა სიტყჳსა განმარტებაჲ თჳსსა ადგილსა მიგითხრათ. ხოლო ამასცა გაუწყებ პირველთქუმულთა თანა, ვი-თარმედ საფუძველსა ზედა სიტყჳსასა და საქმეთა მათ ზედა, რომელთა მიერ ცხორებაჲ ჩუენი აღესრულების და სარწმუნოებაჲ ჩუენი განმტკიცნების, არა არს ყოვლადვე მათ შორის განწვალებაჲ, არცა შეცვალებაჲ სიტყჳსაჲ, ესე იგი არს, ვითარმედ ღმერთი კაც იქმნა, ვითარმედ სასწაულნი და კურნებანი ქმნნა, ვითარმედ ჯუარს-ეცუა, ვითარმედ დაეფლა და აღდგა, ვითარმედ აღმაღლდა ზეცად, ვითარმედ ეგულების განსჯაჲ, ვითარმედ მოგუცნა მცნებანი განმაცხოელებელნი სულისანი, ვითარმედ არა წინააღმდგომ შჯულისა მის პირველისა იქმნა, არამედ აღასრულა იგი, ვითარმედ ძე ღმრთისაჲ არს, მხოლოდშობილი, საყუარელი, განუყოფელი არსებისა მის მამულისაჲ; და რავდენიცა არს ესევითარი, ამას ყოველსა ზედა არცა ერთი იპოების განწვალებაჲ სიტყუასა შინა მათსა, არამედ დიდი ერთობაჲ და ვითარცა ერთითა პირითა და ერთითა სულითა თქუმული.
ხოლო სასწაულთათჳს უკუეთუ არა ყოველთა ყოველივე თქუეს, არამედ რომელთამე სხუაჲ სასწაული თქუეს და რომელთამე - სხუაჲ, ესე არა დასაბრკოლებელი არს, რამეთუ გინა თუმცა ერთსა აღეწერა ყოველივე, მეტიმცა იყო და არად საჴმარ სხუათა მიერ აღწერილი, გინა თუ სრულიად სხუაჲ და სხუაჲმცა ეთქუა ყოველთა, არამცა ჩნდა ურთიერთას წამებაჲ; ამისთჳს ზოგადცა მრავალსა იტყჳან, და კუალად რავდენიმე თითოეულმან ხოლო აღწერა, რაჲთა არცა ვინ მათგანი ნამეტნავად ჩნდეს და ცუდად დამაშურალ, და კუალად ჭეშმარიტებისა წამებაჲ დიდი ჩნდეს ურთიერთას წამებითა.
ამისთჳს ლუკა დაწყებასა სახარებისა თჳსისასა მიზეზსაცა იტყჳს, რომლისათჳს იწყო აღწერად, „რაჲთა სცნა, რომელთათჳს ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“,1 ესე იგი არს, რაჲთა სცნა, ვითარმედ სიტყუანი უცთომელნი ისწავენ და გაქუნდესო აღწერილი ესე მოსაჴსენებელად კრძალულებისა მის სიტყუათა ქადაგებისათა.
ხოლო იოვანე არარას იტყჳს მიზეზსა დაწყებისა თჳსისასა, გარნა ჩუენ გჳსწავიეს მამათაგან, ვითარმედ არცა მან უმიზეზოდ იწყო აღწერად. და ესე იყო მიზეზი მის მიერ აღწერილისა მის სახარებისა: ვინაჲთგან სამთა მათ მახარებელთა მოსწრაფებაჲ დადვეს ქრისტეს განკაცებისათჳს თქუმად და ქუეყანასა ზედა ქცევისა მისისა საქმენი აღწერნეს, რაოდენ ეძლო, და ღმრთეებისათჳს არარაჲ დიდად თქუეს, უბრძანა ქრისტემან მოწაფესა მას საყუარელსა ღმრთისმეტყუელებისა აღწერად, და ამის მიზეზისათჳს ყო დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ, და ესე საცნაურ არს მისისა მის სახარებისაგან, რამეთუ არა განკაცებისაგან იწყო სიტყუად, ვითარცა სხუათა მათ, არამედ ღმრთისმეტყუელებისაგან, რომლისათჳსცა აღწერა ყოველივე. რამეთუ არა დაწყებასა ოდენ, არამედ ყოველსავე სახარებასა შინა მისსა უმეტესი სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელება არს და უმაღლჱსი სხუათა მათ თქუმულისაჲ.
ხოლო მათეს ევედრნეს, რომელნი-იგი ჰურიათაგან მოქცეულ იყვნეს, რაჲთა რაჲ-იგი მიუთხრა სიტყუაჲ ქრისტესთჳს, აღუწეროს მათ წიგნად,
1 ლუკ. 1,4.
საჴსენებელად სამარადისოდ. ამისთჳს აღწერა სახარებაჲ თჳსი ენითა ებრაულითა.
ხოლო მარკოზ უქადაგა რაჲ მეგჳპტელთა ქრისტე, ევედრნეს მოწაფენი იგი, რაჲთა მანცა წერილი დაუტეოს, და სულისა წმიდისა მადლითა აღწერა მანცა მისი იგი სახარებაჲ.
ამისთჳსცა მათე, ვინაჲთგან ებრაელთა შორის იყო აღწერაჲ მისისა მის სახარებისაჲ, ესე ისწრაფა გამოჩინებად, ვითარმედ თესლისაგან აბრაჰამისა და დავითისა იშვა, და დაწყებაჲ მებრ სიტყჳსაჲ შობისათჳს უფლისა ყო, რამეთუ დიდად განისუენებდეს ამას ზედა ებრაელნი, რომელ გულსავსე-ჰყოფდა, ვითარმედ აბრაჰამის და დავითის ტომისაგან იშვა ქრისტე. ხოლო ლუკა ბერძულებრ აღწერა ყოველთათჳს, რომელნიცა მიემთხჳნენ. ამისთჳს ზემორე იწყო თხრობად და, მო-რაჲ-ვიდა მამათმთავართა რიცხუსა ვიდრე ადამისა, წარმოთქუა სახელები მათი.
ამათ ესევითართა მიზეზთათჳს უბრძანა თითოეულსა მათსა სულმან წმიდამან აღწერად. ხოლო ვითარცა ზემო ვთქუ, საკრძალავთა მათ ზედა საქმეთა და რომელთა მიერ ქადაგებისა მათისა ძალი განმტკიცნებოდა, არცა ერთი რაჲ განწვალებაჲ აჩუენეს, არამედ დიდი ერთობაჲ და ურთიერ-თას წამებაჲ, და ესე გულისჴმა-ყავთ ნუ სიტყუათაგან ოდენ, არამედ საქმისაგანცა, რამეთუ უკუეთუ განწვალებაჲმცა იყო შორის მათსა, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ მათი ერთსა ზედა პირსა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა ზედა თჳსსა განევლთის, დაიჴსნას“.1 ვინაჲთგან უკუე იგინი ერთსა საქმესა ქადაგებდეს, უკუეთუმცა წინააღმდგომ ურთიერთას იყვნეს, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ იგი, ვითარ სარწმუნო იქმნა ყოველთა მიერ, ვითარ განჴდა ჴმაჲ მათი ყოველსა ქუეყანასა და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი,2 რომელთა-იგი მრავალნი მჴდომად აღუდგეს, მრავალნი დაჴსნად ისწრაფდეს, რამეთუ არა თუ ერთსა შინა ყურესა დაწერეს და დამალეს, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა განჰმარტეს აღწერილი მათი, და სასმენელად მტერთა მათთა და მბრძოლთა აღმოიკითხვოდა იგი, და ვერარაჲ ვინ ცთომაჲ ანუ ურთიერ-თას განწვალებაჲ შეჰჴადა, არამედ ყოველნივე იძლინეს მბრძოლნი მათნი, და სამართლად, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო თანაშემწე და წინამძღუარ მათისა მის ქადაგებისა. და უკუეთუმცა არა ესე იყო, ვითარმცა უძლო მეზუერემან და მეთევზურმან და უსწავლელმან ესევითარისა მის სიბრძნისა მოგებად, რაჲთამცა სავსე ესე ზეცისა საიდუმლოჲთა სახარებაჲ აღწერა? ვინ უძლო ზუავთა მათ და ამპარტავანთა ფილოსოფოსთაგანმან ესევითარი რაჲ მოგონებადცა ანუ სიზმრივ ხილვად, არა თუმცა აღწერად და მითხრობად? არამედ ამათ დიდითა კადნიერებითა ყოველსა სოფელსა უქადაგეს და ყოველთა დაარწმუნეს, არა თუ ცხორებასა ოდენ მათსა, არამედ
1 მათ. 12,25; მარკ. 3,24. 2 შდრ. ფსალმ. 18,5.
შემდგომად ამიერ მიცვალებისაცა არწმუნებენ ყოველთა ჭეშმარიტებასა მათთა მათ სიტყუათასა, არა ორთა გინა სამთა კაცთა, არა ასთა ანუ ათას-თა, გინა ბევრთა, არამედ ერთა ურიცხუთა, სოფელთა და ქალაქთა, ენათა და ნათესავთა, ზღუასა და ჴმელსა, აღმოსავალსა და დასავალსა, შენთა და უდაბნოთა.
და საკჳრველი ესე არს, რომელ საქმეთა იტყოდეს უაღრესთა ბუნებისა ჩუენისათა, და შეწყნარებულ იყო სიტყუაჲ მათი. დაუტევეს ქუეყანაჲ და ზეცისასა წარმოიტყოდეს. სხუაჲ შემოიღეს სოფელსა ცხორებაჲ უცხოჲ და მოქალაქობაჲ პირველ არყოფილი, ახალი სიმდიდრე და ახალი სიგლახაკე, ახალი სიკუდილი და ახალი აღდგომაჲ, და ყოველივე მათ მიერ თქუმული საკჳრველ იყო, და ყოველსავე ზედა დაარწმუნეს კაცთა ჭეშმარიტებაჲ თჳსი. არა მსგავსად პლატონისა ქმნეს და არისტოტელისსა და სხუათა მათ ფილოსოფოსთა წარმართთა, რომელთა რჩულნი და წესნი საწარმართონი დასხნეს, რამეთუ თჳთ მათთა მათ წერილთა მიერ საცნაურ არს, ვითარმედ საეშმაკოჲთა სულითა სავსე იყვნეს, და მტერი იგი ბუნებისა ჩუენისაჲ მოაგონებდა ყოველსავე, მბრძოლი იგი ქალწულებისაჲ, დამარღუეველი წესიერებისაჲ. ამისთჳსცა ყოვლითავე საძაგელებითა სავსე არს წიგნები მათი, და ამას ზედა ურთიერთას მბრძოლ არიან და ერთიერთისა სიტყუათა დამ-ჴსნელ. ამისთჳსცა სამართლად უჩინო იქმნა საჴსენებელი მათი, რამეთუ დაღაცათუ ბრძნად ეწოდა, მცირედ ჟამ, არამედ გამოჩნდა მეყსეულად სიცოფე მათი. და ვინმცა უფალმან გონებისამან შეჰრაცხნა იგინი ბრძნად, რომელთა შემოქმედი ყოველთაჲ ღმერთი ვერ იცნეს? არამედ რომელთამე ვარსკულავნი შეჰრაცხნეს ღმერთად, რომელთამე იძრვისთა ქუეყანისათა თაყუანის-სცეს, რომელთამე აჩრდილნი ეშმაკთანი და გამოქანდაკებულნი მათსა მას სახელსა ზედა აღჰმართნეს ღირსად მათისა მის უგუნურებისა და ზღაპარნი გამოთქუნეს თანაშემწედ ვნებათა ბილწებისა; რომელმან-მე უგუნურმან ბრძნად უწოდოს მათ? წერდეს უკუე წიგნებსა მრავალსა ურ-თიერთას წინააღმდგომსა და უკეთურებისა შემწესა. და წერდეს არა დევნულებასა შინა, არცა ბრძოლასა, არამედ დიდითა შუებითა და კადნიერებითა და თანაშეწევნითა მეფეთა და მთავართაჲთა და შემკულებითა განქარვებადისა მის სიბრძნისაჲთა. და ამას ყოველსა ზედა წარწყმდა მათი იგი აღწერილი და საძაგელ იქმნა, დაივიწყა და უფსკრულად ჯოჯოხეთისა შთაცჳვა, ხოლო ქადაგებული იგი მეთევზურთაჲ და აღწერილი მეზუერისაჲ, რომელი იქადაგა და აღიწერა დევნულებასა შინა და ჭირსა და სიგლახაკესა, დიდითა სურვილითა და წადიერებითა შეიწყნარეს მეფეთა და მთავართა, ბრძენთა და უმეცართა, მონათა და აზნაურთა. ნუუკუე სთქუა, ვითარმედ ადვილნი და მდაბალნი საქმენი ქადაგნეს ამათ, და ამისთჳს შეწყნარებულ იქმნა სიტყუაჲ მათი? რამეთუ რაჲ-ესე ამათ თქუეს, იგინი მოგონებადცა ვერ იკადრებდეს; სადა იჴსენების მათ შორის სახელიცა ქალწულებისაჲ, ანუ უპოვრებისაჲ, ანუ მარხვისაჲ? განა თუ ვიეთმე მაჩუენებლობით პირსა წინაშე კაცთასა აჩუენეს ესევითარი რაჲმე, ხოლო შინაგან იყვნეს სავსე მწჳრითა და სიმყრალითა. არამედ ჩუენნი ესე მოძღუარნი, ქრისტეს მოციქულნი, არა ეგრეთ, რამეთუ არა საქმე ოდენ ცოდვისაჲ განიოტეს კაცთაგან, არამედ სიტყუათათჳსცა და ვნებულად შეხედვისათჳს და ბოროტისა გულისთქუმისათჳს და რისხვით სიტყჳს-გებისათჳს და უწესოდ სიცილისათჳს და ზუაობით ჴმამაღლობისათჳს და ანპარტავანისა გონებისათჳს კანონნი დასხნეს და სივლტოლაჲ ამის ყოვლისაგან გჳბრძანეს; და ღმრთისმეტყუელებისა მოუგონებელნი საიდუმლონი გუაუწყნეს და საქმენი ზეცათანი განგჳმარტნეს და ქალწულებისა ნერგი კეთილი სოფელსა შინა დაჰნერგეს, განსყიდაჲ მონაგებთაჲ და მიცემაჲ გლახაკთაჲ და აღებაჲ ჯუარისაჲ და შედგომაჲ ქრისტესი გუასწავეს, ჯუარ-ცუმაჲ ჴორცთაჲ ვნებითურთ და გულისთქუმით და სრულიად მოკუდინებაჲ მათი განაწესეს, შიმშილი და წყურილი სასუფეველისათჳს ცათაჲსა ჯერ-იჩინეს, გლოვაჲ და ტირილი სოფელსა ამას შინა მოიპოეს, დევნულებაჲ და ჭირი და სიკუდილი ქრისტესთჳს სანატრელად და საწადელად შეჰრაცხეს, ესევითარი ესე მოუგონებელნი საიდუმლონი და მოღუაწებისა ძნელოვანნი საქმენი ქადაგებითა მათითა სოფლად შემოიღეს. და ესოდენ დიდ იყო ძალი იგი ჭეშმარიტებისა მათისაჲ, რომელ წადიერებით შეიწყნარა სოფელმან და ჰრწმენა, და დღითი-დღე ყუავის მათი იგი ქადაგებაჲ და აღორძნდების მადლითა ღმრთისაჲთა, ხოლო ბოროტთა მათ და ბილწთა ფილოსოფოსთა აღწერილი და გამოთქუმული წარწყმდა, ვითარცა ბუდე დედაზარდლისაჲ, ანუ ვითარცა კუამლი და აჩრდილი უჩინო იქმნა სამართლად, რამეთუ ეშმაკნი იყვნეს მომაგონებელ მათდა. ამისთჳსცა ბილწებისა მის და საძაგელებისა თანა სიბნელეცა და უცნაურებაჲ სიტყუათაჲ მათ ფრიად არს. რამეთუ რაჲმცა იყო უსაკიცხელეს მათსა? და დაჯდის ერთი მათგანი და თავს-იდვის შრომაჲ მრავალი და ცუდი და აღწერნის რიცხჳთ სიტყუანი ურიცხუნი და იტყჳნ: მნებავს გამო-ჩინებად, თუ რაჲ არს სიმართლე. და არა ოდენ მრავალ იყვნიან სიტყუანი იგი, არამედ განუგონებელცა. დაღაცათუმცა კეთილსა რასმე აღსწერდა, ფრიად საწყინოვემცა იყო და უჴმარ კაცთა შორის. ვითარ ისწავამცა იგი მჭედელმან, ანუ მუშაკმან, ანუ ხურომან, ანუ მენავემან, გინა თუ სხუამან ვინმე ესევითარმან? დაუტეოს ჴელოვნებაჲ თჳსი, რომლისა საზრდელი ჴელთსაქმრისა თჳსისაგან მოირეწვის, და წარვიდეს, მრავალ წელ ისწავლიდეს, რაჲთა უძლოს გულისჴმის-ყოფად სიტყუათა მათ და ცნას, თუ რაჲ არს სიმართლე? ანუ არა პირველ სწავლისა მის შიმშილითა მოსწყდესა? და ვერცა სწავლაჲ იგი სრულ-ყოს, ვერცა სხუაჲ რაჲ კეთილი ისწავოს, არამედ ცხორებისაგანცა დააკლდეს.
ხოლო ჩუენი ესე არა ესრეთ არს, არამედ სიმართლე და სიწმიდე და სახიერებაჲ და სიყუარული და სხუაჲ ყოველივე სათნოებაჲ შემოკლებული-თა და ადვილითა სიტყჳთა გუასწავა ქრისტემან. ოდესმე იტყჳს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და მოყუასი - ვითარცა თავი თჳსი, რამეთუ ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“;1 და კუალად იტყჳს: „ყოველი, რომელი გინდეს, რაჲთა გიყონ თქუენ კაცთა, ეგრეთცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს რჩული და წინაწარმეტყუელნი“;2 რომელ-ესე მამათა და დედათა და ყრმათა მცირეთა და ბრძენთა და უმეცართა მიერ საცნაურ არს და ადვილად გულისჴმისსაყოფელ, რამეთუ ესრეთ არს წესი ჭეშმარიტებისაჲ და წამებს აღსასრული საქმეთაჲ. რამეთუ ყოველთავე ისწავეს ძალი მცნებათაჲ მათ, და არა ისწავეს ოდენ, არამედ მრავალთა ქმნესცა არა სოფელთა შინა ოდენ და ქალაქთა, არამედ უდაბნოთაცა. მიედ უდაბნოთა გარეუვალთა და იხილო მუნ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე; იხილნე კრებულნი ანგელოზთანი გუამითა კაცობრივითა და მოქალაქობაჲ ზეცათაჲ ქუეყანასა ზედა აღსრულებული, რამეთუ მოწაფენი არიან მეთევზურთანი და მეზუერისანი.
ესევითარი იგი მოქალაქობაჲ დააწესეს ქუეყანასა ზედა რჩულისმდებელობითა ღმრთისაჲთა, და სასყიდელი მოქალაქეთაჲ მათ არა გჳრგჳნი დაფნისაჲ ანუ ზეთისხილისაჲ არს, ვითარცა წარმართთა ზე, ანუ ძეგლი რვალისაჲ, საქმენი ესე უნდონი და ყრმათა სამღერელნი, არამედ ცხორებაჲ დაუსრულებელი და შვილ ღმრთისა ყოფაჲ და შუებაჲ ანგელოზთა თანა და დგომაჲ წინაშე საყდარსა მას სამეუფოსა და მარადის ხედვაჲ პირსა ქრისტესსა. დასთა მთავარნი ამის მოქალაქობისანი არიან მეზუერენი და მეთევზურნი და მეპრატაკენი, რომელნი არა მცირედ ჟამ ცხოელ იყვნეს და მერმე მოსწყდეს და დაივიწყნეს, არამედ ცხოელ არიან უკუნისამდე. ამისთჳს ამიერ მიცვალებისა შემდგომადცა დიდად შეეწევიან მოქალაქეთა მათ მათისა მწყობრისათა. ამის მოქალაქობისა ბრძოლაჲ არა კაცთა მიმართ არს, არამედ ეშმაკთა მიმართ და ძალთა მათ უხილავთა. ამისთჳსცა ერისთავი მათი არავინ კაცთაგანი არს ანუ ანგელოზთაგანი, არამედ თავადი ყოველთა მეუფჱ და ღმერთი. ხოლო საჭურველი ამათ მჴედართაჲ არა ტყავისაგან და რკინისა შემზადებულ არს, არამედ ჭეშმარიტებისაგან და სიწმიდისა და სიმართლისა და ყოვლისავე სულიერისა სიბრძნისა.
აწ უკუე, ვინაჲთგან ამის ესევითარისა მოქალაქობისათჳს აღწერილ არს წიგნი ესე წმიდისა ამის სახარებისაჲ და დღეს წინამდებარე არს ჩუენდა გულისჴმისსაყოფელად, მიუპყრათ ყური წადიერებით წმიდასა მათე მახარებელსა, რომელი ჴმამაღლად გუეტყჳს ჩუენ არა თჳსთა სიტყუათა, არამედ მეუფისა ქრისტესთა, რომელი-იგი არს ღმერთი და რჩულისმდებელი ამის მოქალაქობისაჲ. ყურად-ვიხუნეთ თქუმულნი ესე ამის წიგნისანი, რაჲთა აღვიწერნეთ წიგნსა მას ცხოელთასა და გამოვბრწყინდეთ მათ თანა, რომელთა სიტყუანი ესე საქმით აღასრულნეს და დაუჭნობელნი იგი გჳრგჳნნი მოიხუნეს. ვისწრაფოთ კეთილად გულისჴმის-ყოფად. და
1 შდრ. მათ. 22,37-40. 2 მათ. 7,12.
მრავალნი ჰგონებენ, თუ ადვილ არს ძალი სიტყუათა მათ სახარებისათა, ხოლო საწინაწარმეტყუელოთა მათ ძნელ, არამედ ამას უმეცრებისაგან სიღრმისა მის მათისასა იტყჳან. ამისთჳს გევედრები, მოსწრაფებით შემომიდეგით, რაჲთა შევიდეთ უფსკრულსა მას თქუმულთასა წინამძღურები-თა ქრისტესითა. ხოლო რომელ უადვილეს იყოს სრბაჲ ჩუენი და წარმართ, გევედრები, რაჲთა სიტყუათა მათ სახარებისათა, რომელთა ხვალისა დღე მეგულებოდის განმარტებად, დღესვე კაცად-კაცადმან ზეპირით იცოდენ, ვითარცა მარადის სხუათაცა წერილთათჳს გეტყჳ, რაჲთა უწყოდით, თუ რაჲ არს საძიებელი თითოეულისა სიტყჳსაჲ, რაჲთა უადვილეს იყოს ჩუენდა განმარტებაჲ იგი, რამეთუ მრავალი იპოების მათ შინა საძიებელი.
იხილეთ უკუე დაწყებასა მებრ სახარებისასა, თუ რავდენი გამოჩნდების სათარგმანებელი: პირველად, თუ რაჲსათჳს თესლ-ტომსა იოსებისსა წარმოიტყჳს, რომელი-იგი არა მამაჲ იყო ქრისტესი; მეორედ, თუ ვინაჲ საცნაურ არს, ვითარმედ ნათესავისაგან დავითისა იშვა ქრისტე, ვინაჲთგან თესლ-ტომნი მარიამისნი, რომლისაგან იშვა ქრისტე, არა ჴსენებულ არიან, და არცა მშობელთა მისთა სახელები თქუმულ არს სახარებასა ამას შინა; მესამედ, თუ რაჲსათჳს იოსებისა, რომელსა არარაჲ ზიარებაჲ აქუნდა შობასა შინა ქრისტესსა, მშობელთა და პაპისპაპთა წარმოიტყჳს, ხოლო ქალწულისა მარიამისთჳს, რომელი დედა ექმნა უფალსა, არარას აჴსენებს, თუ რომელ-თა მამათა ანუ პაპისპაპთაგანი არს. ამას თანა ესეცა ღირს არს ძიებისა, თუ რაჲსათჳს, შობასა მას მამათმთავართასა რაჲ წარმოიტყოდა, დედანიცა აჴსენნა, და არა ყოველნი, არამედ მცირედნი, და უფროჲსად სათნოთა მათ და კეთილადჴსენებულთა თანაწარჰჴდა - სარრას და რებეკას და ესევითართა მათ, და აჴსენნა უწესოებასა ზედა განთქუმულნი მეძავნი და უცხოთესლნი: ცოლი იგი ურიაჲსი და თამარ და რუთ, რომელთაგანი ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე - მეძავი, სხუაჲ იგი - მამამთილისა მაცთური, რომელმან სახე მეძვისა შეიმოსა და აცთუნა იგი მისლვად მისა. და ამას ყოველსა ზედა სხუანი დაუტევნა მახარებელმან და ესენი ოდენ აჴსენნა. უკუეთუ ჴსენებაჲ ჯერ-იყო დედათაჲ, ყოველთაჲ ჯერ-იყო, და უკუეთუ არა ყოველთაჲ ჯერიყო, არამედ მცირედთაჲ, სათნოთაჲ ჯერ-იყო და არა ბოროტთაჲ.
იხილეთა, რავდენი გულისჴმის-ყოფაჲ გჳღირს დაწყებასავე სიტყჳსასა, დაღაცათუ ჩანს, თუ ფრიად ადვილ არს დაწყებაჲ იგი სიტყჳსაჲ? ამას თანა იგიცა საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს სამთა მეფეთა თანაწარჴდა; უკუეთუ ვითარცა უკეთურნი არა აჴსენნა იგინი, არცა სხუათა მსგავსთა მათ-თაჲ ჯერ-იყო ჴსენებაჲ. კუალად სხუაჲ საძიებელი: ვითარ ათოთხმეტი ნათესავი თქუა მესამესა მას ნაწილსა და რიცხჳ იგი ვერ სრულ-ყო. და რაჲსათჳს ლუკა სხუანი სახელნი აჴსენნა და უმრავლესნი, ხოლო მათე - მცირედნი და სხუანი, და ორთავე სიტყუაჲ თჳსი იოსებისა სრულ-ყვეს. ხედავთა, რავდენი მღჳძარებაჲ გჳღირს? არა გამოთარგმანებასა ზედა ოდენ, არამედ ცნობადცა, თუ თითოეულსა სიტყუასა შინა რაჲ საძიებელი არს. რამეთუ ესეცა გულისჴმისსაყოფელ არს, თუ ვითარ ელისაბედ ტომისაგან ლევიტელთაჲსა იყო და თჳს ეყვოდა მარიამს, დედასა ქრისტესსა. არამედ რაჲთა მრავალი საძიებელი არა შემოვიღოთ და სიმრავლისაგან დავიწყებაჲ მოგატყუათ თქუენ, აქა აღვასრულოთ დღესისა ესე სიტყუაჲ.
სწავლაჲ ა კრძალულებით სმენისათჳს საღმრთოთა სიტყუათაჲსა
რამეთუ კმა არს თქუენდა დღეს, უკუეთუ ჴსენებულთა ამათ საძიებელთა ძალი გულისჴმა-ჰყოთ. უკუეთუ კულა თარგმანებასაცა ჩემგან ეძიებთ და გწადის სმენად, თქუენ ხართ უფალ საქმისა ამის, რამეთუ უკუეთუ გიხილნე სურვიელად და კრძალულებით სმენად, სიხარულით აღგიჴსნა ყოველივე მადლითა უფლისაჲთა. უკუეთუ კულა გიხილნე ძილსა შინა და ფქნარებასა, დავიდუმო სამართლად, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ნუ დაუდებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნნენ იგინი ფერჴითა თჳსითა“.1 ხოლო ვინ არს დამთრგუნველ მათდა? რომელსა არა საკრძალავ და პატიოსნად შეერაცხნენ სიტყუანი იგი. და ვინ არსო უბადრუკი იგი, რომელსამცა არა პატიოსან და დიდებულ შეერაცხნეს სიტყუანი ესე? იცითა, ვინ არს იგი? რომელსა ესოდენიცა არა აქუს წადიერებაჲ სმენად სიტყუათა მათ, რაჲზომი-იგი თეატრონად მისლვისაჲ მეძავთა დედათა როკვისა ხედვად; და მრავალგზის ორსაცა დღესა დაჰყოფენ მუნ და მრავალსა საფასესა წარაგებენ და, რაჲცა მუნ ესმას, უცთომელად ისწავლიან წარსაწყმედელად სულთა თჳსთა, ხოლო აქა, სადა საღმრთონი სიტყუანი ისმიან, ვერცა თუ ერთსა ჟამსა დადგებიან. ამისთჳს არა გუაქუს ზიარებაჲ კეთილთა შინა ზეცისათა, რამეთუ ვივლტით მუნ მიმყვანებელისა მის გზისაგან და გეჰენიად მიმყვანებელსა მას შინა ვალთ, რომელი-იგი ამისთჳს გუასმინა ღმერთმან, რაჲთა ვივლტოდით მისგან, ხოლო ჩუენ უფროჲსად მუნ მივისწრაფით. უფალი გჳბრძანებს არა სმენად ოდენ სიტყუათა მისთა, არამედ ქმნადცა, ხოლო ჩუენ სმენადცა მცონარე ვართ. აწ უკუე ოდეს-მე ჴელ-ვყოთ ქმნად, რომელთა სმენად არა გუნებავს, არამედ მცირედიცა ესე ჟამი აქა შემოკრებისა ჩუენისაჲ საწყინო არს ჩუენდა? კაცად-კაცადი თქუენგანი უკუეთუ ცუდსა რასმე და ამაოსა უთხრობდეს სახლეულთა თჳსთა და არა მიუპყრობდენ ყურსა, არა განრისხნისა? ვი-თარ უკუე არა გუეშინის რისხვისაგან უფლისა, რომლისა ბრძანებასა კე-თილსა და საწადელსა უდებებით და დაჴსნილებით ვისმენთ?
აჰა ესერა მოგჳთხრობს გზასა ქალაქისა მის ზეცათაჲსა, უტევანთა და სავანეთა და სადგურთა, ხოლო ჩუენ არა გუნებავს მოსწრაფებაჲ მისლვად
1 მათ. 7,6.
ფრიად დიდებულსა მას ქალაქსა. ამისთჳს არცა ვისწავლით გზასა მას; უკუეთუმცა ვისწავეთ, შევიმოკლეთმცა. ხოლო აწ უმეტეს შორს ვართ მისგან, ვიდრეღა ცაჲ ქუეყანისაგან; და ესე - უდებებისათჳს ჩუენისა. უკუეთუმცა კულა მოვიგეთ მოსწრაფებაჲ, მეყსამცა შინა მივიწიენით ბჭეთა მისთა, რამეთუ არა ადგილითა, არამედ გონებისა ჩუენისა საზომითა შორს გინა ახლოს მისა ვიპოებით.
ხოლო შენ საქმენი ამის სოფლისანი ახალნი და ძუელნი კეთილად გისწავიან და სახელები იცი მეფეთა ადრინდელთაჲ და მთავართა და მჴედარ-თანი, რომელთაგან არარაჲ სარგებელ გეყოფის, ხოლო საწადელისა ამის ქალაქისა, რომლისა აღმაშენებელი უფალი არს და არა კაცი, არცა გზასა ისწავლი, არცა მთავართა, არცა მეკარეთა, არცა მოქალაქეთა, და არცა თჳთ ისწავლი, არცა მაუწყებელთასა ისმენ. ვითარ უკუე მოელი მუნ შესლვასა და კეთილთა მათ ხილვასა, რომელნი მუნ მყოფთათჳს აღთქუმულ არიან? არამედ დაუტეოთ უდებებაჲ ესე, ძმანო, რამეთუ ესერა შევალთ მადლითა უფლისაჲთა ქალაქსა სამეუფოსა. განვიცადნეთ საფუძველნი მისნი, პატიოსანთაგან ქვათა დადებულნი, ვიხილნეთ ბჭენი მისნი, მარგალიტითა და საფირონითა შემზადებულნი. გუყავს ჩუენ კეთილი წინამძღუარი, მათე მახარებელი. ვეკრძალნეთ, რაჲთა არავინ ჩუენგანი იხილოს უდებებით შემავალი და გარე განდევნოს. დიდ არს დიდებაჲ ქალაქისაჲ მის! არა ესრეთ არს, ვითარ ჩუენი ესე ქალაქი, ურაკპარაკად და პალატად განყოფილი, არამედ ყოველივე პალატი არს სამეუფოჲ. განვახუნეთ ბჭენი გონებისანი, შე-რაჲ-ვიდოდით კარსა მისსა, თაყუანის-ვსცეთ მას შინა მჯდომარესა მეუფესა. ჯერეთ დაჴშულ არიან კარნი. განეხუნენ რაჲ, ვიხილოთ მიერ გამომავალი მიუთხრობელი ბრწყინვალებაჲ, რამეთუ წინამძღუარი ესე გჳქადებს ყოველსავე ჩუენებად მადლითა მით სულისაჲ-თა, სადა-იგი მჯდომარე არს მეუფე, და სადა მდგომარე არიან მჴედრობანი ანგელოზთანი და მთავარანგელოზთანი, ანუ რომელი მიცემულ არს ადგილი პირველად შემავალთაჲ ქალაქსა მას, ანუ რომელი პირველთაჲ და შემდგომთაჲ, გინა თუ რომელ არს გზაჲ მუნ მიმყვანებელი, და თუ რავდენნი განყოფილებანი არიან მუნ პატივთანი. ნუ შევალთ უკუე შფოთით და ამბოხებით, არამედ შიშით და მყუდროებით; რამეთუ მეფისა მოკუდავისა წიგნი თუ სადმე მიიწიის, არა ყოველთავე შიშით და დუმილით ისმინიანა? აწ უკუე არა მიწისაგანისა მეფისა, არამედ ყოველთა მეუფისა და ღმრთისა გუეგულების ბრძანებათა აღმოკითხვად. შიშით და კრძალულებით ვისმინოთ. უკუეთუ ესრეთ ვისმენდეთ, წარმიძღუეს ჩუენ მადლმან სულისა წმიდისამან, რაჲთა საყდარსა მას სამეუფოსა მივიწინეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.