მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა

თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი

წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა

მჴედართა ამის სოფლისათა რაჟამს იხილიან ახლად მოსრული ვინმე უცხოჲსა ქუეყანისა მჴედარი, ახოვანი და სახელგანთქუმული, მეყსეულად ყოველნი შეკრბიან ხილვად ჴელოვნებისა მისისა და ბრძოლისა და წარმოადგინიან შორის მათსა, და ბევრეულნი სიმრავლენი ჰხედვიდიან მისთა საქმეთა, და ყოველი გონებაჲ მათი მუნ არნ.

და კუალად უკუეთუ მსახიობელი ვინმე საკჳრველი მოვიდის, ეგრეთვე მსგავსად ერნი შემოკრბიან და დაუტევიან ყოველი საქმჱ მათი და აღვიდიან ადგილსა მაღალსა ხილვად მისთა ჴელოვნებათა და სახიობათა.

ეგრეთვე კუალად ფილოსოფოსთა შორის უკუეთუ ვინმე უცხოჲ ფილოსოფოსი სახელოვანი მოვიდის, ეგრეთვე იქმოდიან, რამეთუ შემოკრბიან ყოველნი და ხედვიდიან მას და ისმენდიან სიტყუათა სიბრძნისა მისისათა და გამოსცდიდიან მას მრავლითა სიტყჳთა. ხოლო უკუეთუ კაცთა ფილოსოფოსთა სოფლისათა და მსახიობელთა და მებრძოლთა ზედა ესევითარი საქმე იქმნების, და ესრეთ ისწრაფიან მრავალნი ხილვად და სმენად მათთა სიტყუათა ფრიადითა სურვილითა და გულსმოდგინებითა, რაოდენ უფროჲსად თქუენ თანაგაც აწ სმენად მრავლითა მოსწრაფებითა და სურვილითა სიტყუათა არა მსახიობელისა და ჴორციელისა ფილოსოფოსისათა, არამედ კაცისა ზეცით მეტყუელისა, რომელი ღაღადებს და აღმოიტყჳს ჴმასა მზისა უბრწყინვალესსა; რამეთუ მისმან ჴმამან ყოველი სოფელი დაიპყრა და აღავსო და კიდეთა მისთა მიიწია არა თუ სიმაღლისაგან მისისა, არამედ რამეთუ საღმრთოჲ-თა მადლითა აღსძრავს ენასა თჳსსა; და საკჳრველი ესე არს, რომელ ესევითარსა მას სიმაღლესა ზედა მის ჴმისასა არა არს იგი საწყინო და უშუერ, არამედ უსაწადელეს არს და უტკბილეს უფროჲს ყოვლისა სიტკბოებისა და უმეტესად დაატკბობს სულსა და გონებასა, ვიდრეღა საეშმაკონი იგი ჴმანი მგოსანთა მათ ამის სოფლისათანი, რომელნი-იგი ეშმაკმან დასთესნა კაცთა შორის. ხოლო ესე ჴმაჲ ტკბილ არს და შუენიერ, და ამის ზედა საშინელ არს და ყოვლადწმიდა, და ესოდენითა საიდუმლოჲთა სავსე არს და კეთილთა მომნიჭებელ, ვიდრეღა რომელნიცა მიიღებდენ მას სურვილით და დაჰმარხვიდენ გულთა შინა მათთა, არღარა არიან იგინი კაც ქუეყანის, არამედ უზეშთაეს ყოველთა საქმეთა ამის სოფლისათა აღმაღლდებიან და შეიცვალებიან ანგელოზთა წესად; და ვითარმცა ცათა შინა მკჳდრ იყვნეს, ესრეთ იყოფებიან ქუეყანასა ზედა.

რამეთუ ძჱ იგი ქუხილისაჲ,1 საყუარელი ქრისტესი, სუეტი ყოვლისა სოფლისა ეკლესიათაჲ, რომელსა ჰქონან კლიტენი ცათანი, რომელმან სასუმელი ქრისტესი შესუა და ნათლის-ღებაჲ მისი ნათელ-იღო, რომელი მიეყრდნა მკერდსა მას მეუფისასა2 დიდითა კადნიერებითა, იგი მოვალს აწ ჩუენ შორის სიტყუად არა ესრეთ, ვითარცა მსახიობელნი სოფლისანი, შემკობილნი პირითა და დაბურვილნი თავითა, აღსრულნი სამღერელსა მას ადგილსა, რომელნი იმღერდიან ფერჴითა, შემკულნი სამოსლითა ოქროჲსაჲთა; არამედ ესე ნეტარი შემოვალს ჩუენ შორის შემოსილი სამოსლითა, რომლისა შუენიერებაჲ თუალთშეუდგამ არს, რამეთუ ქრისტე ჰმოსიეს,3 და ფერჴნი შემოსილნი განმზადებულებითა სახარებისა მის მშჳდობისაჲთა,4 და სარტყელი ჰმოსიეს არა ტყავისა მეწამულისაჲ, ცურვებული ოქროჲთა, არამედ მოქსოვილი ჭეშმარიტებითა და მორტყმული წელთა მისთა სიწმიდითა.

ესრეთ შემოვალს იგი ჩუენებად ჩუენდა თავსა თჳსსა არა ორგულებით ანუ ზაკუვით, - რამეთუ არარაჲ არს ამათგანი მის თანა, - არამედ განცხადებულითა სახითა განცხადებულსა ჭეშმარიტებასა მოგჳთხრობს; არა ესრეთ, რაჲთამცა სხუაჲ იყო და სხუად გუეჩუენებოდა სიტყჳთა და სახითა და ჴმითა, არცა ორღანოჲ უჴმს საგალობელად გალობისა მისისა, ათძალი ანუ ორძალი, არამედ ყოველსავე ენითა იქმს, რომლისა ჴმაჲ უტკბილეს არს ყოველსა ათძალსა და ორძალსა.

ხოლო არს ადგილი გალობისა მისისაჲ ცაჲ ყოველივე, და სახილველ - სოფელი, და მხილველ და მსმენელ მისა - ყოველნივე ანგელოზნი და კაცნი, რომელნიცა ანგელოზ არიან ანუ ანგელოზ-ყოფად სურის. რამე-თუ ესევითართა ოდენ ძალ-უც კეთილად სმენად მისა და საქმით ქმნაჲ; რამეთუ ესევითარი ჯერ-არს, რაჲთა იყოს მსმენელ მისა, რომელი იქმოდის სიტყუათა მათ საქმით, ხოლო რომელი საქმით არა იქმოდის, მან არა უწყის, რაჲ-ესე ესმის, არამედ ვითარცა ყრმათა ჩჩჳლთა ესმის და არა უწყიან, რაჲ-იგი ესმის; არამედ შუებასა და განცხრომასა სოფლისასა შექცეულ არიან, ვითარცა ყრმანი - მღერასა, და ამათცა ესმიედ სიტყუანი ესე, ხოლო ვერარას შემძლებელ არიან გულისხმის-ყოფად, ვინაჲთგან თიჴისა და ალიზისა ქმნასა დაუმონებიან თავნი მათნი, რომელ არს ცოდვაჲ. არამედ ამის მოციქულისა წინაშე ზეცისა ძალნი დგანან განკჳრვებულნი შუენიერებისა მისთჳს სულისა მისისა და სიბრძნისა მის გონებისა მისისა და სათნოებათა მისთა სიკეთისა, რომლისა მიერ შეაყუარა მან თავი თჳსი ქრისტესა და მოიღო მადლი იგი სულისა წმიდისაჲ.

1 შდრ. მარკ. 3,17. 2 შდრ. იოან. 13,25; 21,20. 3 შდრ. გალ. 3,27. 4 შდრ. რომ. 10,15.

რამეთუ ვითარცა ორძალი კეთილად მოზავებული, ოქროვანი და ქვითა პატიოსნითა შემკული, ოქროვანთა ჴმათა აღმომტეობელი, ესრეთ მოჰმზადა სული თჳსი და მისცა იგი სულსა წმიდასა, რაჲთა იტყოდის იგი მის მიერ. და ამისთჳს არღარა მეთევზური იგი, არცა ძჱ ზებედესი სცემს ორძალსა ამას, არამედ სული წმიდაჲ, რომელმან იცნის ყოველნი სიღრმენი ღმრთისა საქმეთანი, და ამისთჳს არღარაჲ კაცობრივი გუესმის ამის მიერ, არამედ ყოველი, რომელსაცა იტყჳს, საიდუმლოთაგან არს სულისა წმიდისათა და სიღრმეთა მათგან საღმრთოთა საიდუმლოთა, რომელი ანგელოზთაცა არა იცოდეს ამისა პირველ, რამეთუ მათცა ჩუენ თანავე ცნეს სიტყუათა მიერ იოვანესთა ესე საიდუმლონი.

და ამას მოასწავებს მოციქული პავლე, რომელი იტყჳს: „რაჲთა საცნაურ იქმნას აწ მთავრობათა და ჴელმწიფებათა ეკლესიისა მიერ მრავალსახე იგი ღმრთისა სიბრძნე“.1 უკუეთუ მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ქერობინთა და სერაბინთა ეკლესიისა მიერ ცნეს ესე ყოველი, საცნაურ არს, ვითარმედ იგინიცა სამე ფრიადითა მოსწრაფებითა ისმენენ ჴმასა იოვანესსა. რამეთუ ესეცა არამცირედი პატივი მოგუეცა, რომელ ჩუენ თანა ცნეს ანგელოზთა, რაჲ-იგი არა იცოდეს. ხოლო რომელ არა ჩუენ თანა ოდენ, არამედ ჩუენ მიერცა, ამისთჳს რაჲღა ვთქუა, რომელნი ესევითარნი ვიყვენით, რომელ არა ჯერ-არს აწ თქუმად, თუ ვინ ვიყვენით, ანუ ვითარნი, და ესევითარსა პატივსა მივიწიენით. ამისთჳს უკუე მივყოთ ყოველთა სასმენელი ჩუენი დუმილით ნუ დღეს ოდენ, არამედ ყოვლადვე, რამეთუ ყოვლადვე კეთილ არს ამათ სიტყუათა სმენად. რამეთუ უკუეთუ მეფისა სიტყუათა მარადის სურვიელ ვართ სმენად, თუ რაჲ თქუა, ანუ რაჲ ქმნა, ანუ რასა განიზრახავს, რომელთაგან არარა სარგებელ არიან ჩუენდა, არა უფროჲსად ვისწრაფოთა სმენად სიტყუათა მათ, რომელთა ღმერთი იტყჳს, საწადელთა მათ და სასურველთა და ჩუენდა დიდად სარგებელთა? რამეთუ ყოველივე, რასაცა ღმერთი იტყჳს, ამან კეთილად გჳთხრა ჩუენ, რომელი-ესე მეგობარი არს მისი საყუარელი; და უფროჲსად თავადი იგი ღმერთი და მეუფჱ ყოველთაჲ აქუს თავსა შორის თჳსსა მეტყუელად; და რაჲ-იგი მან მოიღო მამისაგან, ამას მოსცა საიდუმლოჲ, რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: „თქუენ ხართ მეგობარნი ჩემნი, რამეთუ ყოველივე, რაჲიგი მესმა მამისაგან, გითხარ თქუენ“.2 ხოლო აწ, ვითარცა-იგი უკუე-თუმცა ვიხილეთ ვინმე ზეცით გამოჩინებული ჰაერთა შინა ცათასა, და გჳთხრობდამცა ყოველსა თჳთოეულად, რაჲ-იგი იქმნების ცათა შინა, ყოველნივემცა მივისწრაფდით სმენად მისა, ესრეთვე აწ ვყოთ, რამე-თუ ესე მაღალი და დიდი კაცი ზეცით გუეტყჳს, რაოდენსაცა გუეტყო-

1 ეფეს. 3,10. 2 იოან. 15,15.

დის, რამეთუ არა ამის სოფლისაგანი არს, ვითარცა უფალი იტყჳს, ვი-თარმედ: „თქუენ არა ამის სოფლისაგანნი ხართ“;1 არამედ აქუს ამას ნუგეშინისმცემელად იგი სული თავსა შორის თჳსსა მეტყუელად, რომელი-იგი ყოველსა ადგილსა მიიწევის, რომელმან ესრეთ იცნნის საქმენი ღმრთისანი, ვითარცა სულმან კაცისამან საქმენი თჳსნი: სული იგი სიწმიდისაჲ, სული ჭეშმარიტებისაჲ, სული წრფელი, მთავარი აღმყვანებელი ზეცად, მიმცემელი სხუათა თუალთა სულიერთა და კეთილადმხედველთა, რომელი უჩუენებს მომავალთა საქმეთა, ვითარცა ქმნულთა, რომელი ჴორცთა შინა მყოფთა კაცთა ზეცისა საქმეთა ხილვად ღირსჰყოფს.

ამისთჳს უკუე ვქმნათ ფრიადი მყუდროებაჲ; ნუმცა ვინ არს უდებ, ნუმცა ვინ არს მოძილ, ნუმცა ვინ არს შეგინებულ აქა შემომავალთაგანი, არამედ აღვამაღლნეთ თავნი ჩუენნი ზეცად, რამეთუ სიტყუათა ამათ ცათა შინა იტყჳს ესე მათა მიმართ, რომელთა მოქალაქობაჲ ცათა შინა არს. უკუეთუ კულა ქუეყანასა ზედა დავადგრეთ გონებითა, არარაჲ სარგებელ გუეყოს ამათ სიტყუათაგან, რამეთუ სიტყუანი იოვანესნი არა მათა მიმართ არიან ყოველთა, რომელთა-იგი არა ჰნებავს ბილწისა ცხორებისაგან გამოსლვად. რამეთუ ქუხილი შეაშინებს გულთა, ხოლო ამისი ჴმაჲ არცა ერთსა მორწმუნეთაგანსა შეაშფოთებს, არამედ უფროჲსად დააცხრობს ყოველსავე ამბოხებასა და შფოთსა, ვინაჲცა მიიწიოს, არამედ ოდენ ეშმაკთა შეაძრწუნებს და რომელნიცა მათ ჰმონებდენ.

ამისთჳს უკუე დაწყნარებით ვისმენდეთ, რაჲთა ესრეთ ვიხილოთ, თუ ვითარ შეაშინებს ეშმაკთა, დავაწყნაროთ ყოველივე სახჱ გარეგანი და უფროჲსად გონებისაჲ. რამეთუ რაჲ არს სარგებელი დუმილისაგან პირისა, რაჟამს სული ამბოხებასა და შფოთსა შინა იყოს? მე მას ვეძიებ, დაწყნარებასა გონებისა და სულისასა, და მათ სასმენელთა ვითხოვ, რამეთუ ჩუენი ესე მგალობელი ესევითარი არს.

ამისთჳს უკუე ნუცა ერთიმცა იპოების სურვილი საფასეთაჲ, ანუ დიდებისა ცუდისაჲ, ანუ მძლავრებაჲ გულისწყრომისაჲ, ანუ გულისთქუმათა ბოროტთაჲ, გინა სხუათა მათ ვნებათა შფოთი, რამეთუ უკუეთუ არა განწმდენ სასმენელნი ამათ ყოველთა ბოროტთა ნივთთაგან, ვერ შეუძლონ სმენად სიტყუათა ამათ, ვითარცა ჯერ-არს, ანუ გულისხმის-ყოფად, ვითარცა შეჰგავს საიდუმლოთა ამათ მიუწდომელთა. რამეთუ უკუეთუ წინწილასა და ფანდურსა ვერვინ დაისწავლის, უკუეთუ არა ყოველი გონებაჲ თჳსი მუნ შემშჭუალოს, ვითარ შეუძლოთ საღმრთოთა ამათ საიდუმლოთა დაჴსნილობით სმენად? ამისთჳს ქრისტე უფალი იტყოდა: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა და ნუცა დაასხამთ

1 იოან. 15,19.

მარგალიტსა წინაშე ღორთა“.1 ხოლო „მარგალიტად“ ამათ სიტყუათა სახელ-სდვა, რამეთუ ესენი ფრიად უპატიოსნეს არიან მარგალიტისა; არამედ ამისთჳს შეამსგავსნა ესენი მარგალიტსა, რამეთუ არარაჲ არს ჩუენ შორის მის ნივთისა უპატიოსნეს. ამისთჳსცა წერილი სიტკბოებასა სიტყუათა ღმრთისათასა მრავალგზის თაფლსა მიამსგავსებს. არა თუ სიტკბოებისა მათისა საზომი არს თაფლისა მსგავსებაჲ, არამედ თაფლისა უტკბილესი არარაჲ არს ჩუენ შორის. უკუეთუ არა, ისმინე, რასა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, და გამოაჩინებს გარდამატებულებასა სიკეთისა მათისასა, ვითარმედ: „გულისსათქუმელ არიან იგინი უფროჲს ოქროჲსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა და უტკბილეს არიან უფროჲს თაფლისა გოლეულისა“.2 არამედ მათთჳს არს ესე ესრეთ, რომელთა გონებაჲ წმიდად მხედველ არს. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „მონამან შენმან იცვნეს იგინი“;3 და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „ტკბილ არიან სასასა ჩემსა უფროჲს თაფლისა სიტყუანი შენნი“, და კუალად იტყჳს: „უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“,4 რამეთუ მრთელ იყო გონებაჲ მისი. ამისთჳს უკუე ჩუენცა ნუმცა უძლურნი სულითა მოუჴდებით სიტყუათა ამათ, არამედ განვიკურნნეთ სულნი ჩუენნი და ესრეთ ვისმენდეთ, რამეთუ ამისთჳს ვთქუენ მრავალნი ესე სიტყუანი და არღარა მითქუამს მისთა სიტყუათაგანი, რაჲთა თითოეულმან ჩუენმან ყოველი სახე უძლურებისაჲ განსდევნოთ და, ვითარცა ცად შემავალნი, ესრეთ შემოხჳდეთ წმიდად ყოვლისაგან ვნებისა და ზრუნვისა.

რამეთუ უკუეთუ არა ესრეთ კეთილად განიწმიდნეთ სულნი თქუენნი, ვერაჲ ირგოთ ამიერ. და ნუვინ იტყჳნ, თუ: ვითარ შეუძლო ქმნად ამის საქმისა მეყსა შინა? რაჲ არს უბოროტეს ავაზაკობისა? არამედ იხილეთ, ავაზაკი იგი ვითარ სათნოებასა მიიწია მეყსა შინა და სამოთხისა მკჳდრად გამოჩნდა, რომელმან არა დღენი იჴმარნა, არცა თუ ნახევარი დღისაჲ, არამედ წამსა შინა თუალისასა, რამეთუ შესაძლებელ არს მყისსა შინა შეცვალებაჲ და თიჴისა წილ ოქროჲსად ქმნაჲ თავთა თჳსთაჲ, ვინაჲთგან საქმე ესე ნებასა ჩუენსა ზედა არს: გინა თუ შეცვალებაჲ, გინა თუ დადგრომაჲ ბოროტსა ზედა. წერილ არს, ვითარმედ: „უკუეთუ გინდეს და ისმინოთ ჩემი, კეთილი ქუეყანისაჲ შჭამოთ“.5 ჰხედავა, ვითარ ნებაჲ ოდენ საჴმარ არს და მოსწრაფებაჲ სულისაჲ ნებასა თანა? და ნებაჲ ოდენ არა სარგებელ არს, უკუეთუ არა მოსწრაფებაჲცა იყოს.

რამეთუ ყოველთა ჰნებავს აღსლვაჲ ზეცად, არამედ საქმეთა მიერ ჯერ-არს ნებისა გამოჩინებაჲ; ვითარცა-იგი ვაჭართა ჰნებავს განმდიდრებაჲ, გარნა არა ნებასა ზედა ოდენ დაადგრებიან, არამედ საქმეთაცა იქმან: და ნავსა მოიმზადებენ, და ზღუათა განჰვლიან, და ოქროსა

1 მათ. 7,6. 2 ფსალმ. 18,11. 3 ფსალმ. 18,12. 4 ფსალმ. 118,103. 5 ესაია 1,19.

ივასხებენ, და უცხოსა ქუეყანასა მივლენ, და მრავალთა ღელვათა თავსიდებენ, ეგრეთვე უკუე გჳჴმს ჩუენცა გამოჩინებად ნებისა ჩუენისა, რამეთუ ჩუენცა ვალთ ზღუასა შინა, არა ქუეყანით ქუეყანად მიმყვანებელსა, არამედ ქუეყანით ზეცად აღმყვანებელსა. ამისთჳს უკუე ვყოთ გონებაჲ ჩუენი კეთილად მენავეთმოძღურად და მივსცნეთ მას მენავენი მორჩილნი და მოვმზადოთ ნავი მტკიცე, რაჲთა არცა ზრუნვათაგან სოფლისათა დაინთქმოდის, არცა ზუაობისა ქარითა მიმოიტაცებოდის, არამედ იყოს იგი წარუტაცებელცა და სუბუქცა. და უკუეთუ ესევითარი იყოს ნავი ჩუენი და ესრეთ იყოს მენავეთმოძღუარი და მენავენი, კეთილად ვლოთ და ძჱ ღმრთისაჲ, ჭეშმარიტი იგი მენავეთმოძღუარი, მოვიყვანოთ ჩუენდა, რომელმან არა უტეოს ნავსა ჩუენსა დანთქმად, არამედ დაღაცათუ ბევრეულნი ქარნი ქროდიან, შეჰრისხნეს ქართაცა და ზღუასაცა და ქმნას დაყუდება დიდ.1

ესრეთ უკუე მოჰმზადენით თავნი თქუენნი და ხვალისა დღე მოვედით ეკლესიად, და ესრეთ მიგითხრნეთ სიტყუანი დიდისა იოვანესნი, დავსთესნეთ იგინი თქუენ შორის, არამედ ნუმცა გზა ხართ, ნუცა კლდე, ნუცა ეკლოვან, არამედ იყვენით ქუეყანა კეთილ და ნაყოფიერ, რაჲთა ჩუენცა გულსმოდგინებით ვსთესვიდეთ თესლთა, უკუეთუ ვიხილოთ ქუეყანაჲ იგი წმიდად. უკუეთუ კულა ქვიანი იყოს და ეკლოვან და ფიცხელ, შენდობა-ყავ, რამეთუ ვერ ძალ-მიც ამაოდ შრომაჲ, რამეთუ უგუნურება არს ქუეყანასა უქმსა თესვად თესლისა.

რომელიცა ამას ტაბლასა მოვიდეს, არა უჴმს მას საეშმაკოთა ტაბლათა დაჯდომაჲ, რამეთუ რაჲ ზიარებაჲ არს სიმართლისა და უშჯულოებისა? ანუ რომელი-ეგე ისმენ სიტყუათა იოვანესთა და მის მიერ სულისა წმიდისათა, და კუალად მისა შემდგომად წარხუალ სმენად სიტყუათა მეძავთა დედათასა და ზრახვად მათდა, ვითარ შეუძლო სიწმიდით სმენად ამათ სიტყუათა, რომელი-ეგე ინგორები ესევითარსა მწჳრესა შინა?

აჰა ესერა წინაჲსწარ გეტყჳ ყოველთა: ნუვინ ამის ტაბლისა მეპურისტეთაგანი განიხრწნის სულსა თჳსსა ბოროტთა ცოდვათა მიერ, რამეთუ იცით თქუენ, ნათელღებულთა მაგათ, რაოდენნი აღთქუმანი აღგჳთქუენით ჩუენ, და არა ჩუენ, არამედ უფროჲსად ქრისტესა, რაჟამს-იგი ნათელგცემდა. არა იჯმენითა ეშმაკისაგან და ყოველთაგან საქმეთა მისთა? ამისთჳს შიშ არს, ნუუკუე დათრგუნოს ვინ აღთქუმაჲ იგი და ესრეთ ღირს იქმნეს სატანჯველთა მრავალთა და განვარდეს მათ საიდუმლოთაგან.

არა ჰხედავა ქუეყანისა მეფეთა, რამეთუ არა შეცოდებულთა, არამედ მეგობართა თჳსთა იზიარებენ საიდუმლოთა? აწ მოციქული მო-

1 შდრ. მათ. 8,24-26; მარკ. 4,37-39; ლუკ. 8,23-24.

სრულ არს ზეცით ღმრთისა მიერ ჩუენდა მომართ, და თქუენ მის წილ საეშმაკოთა სიტყუათა ისმენთა? რაოდენთა სატანჯველთა ღირს არს საქმე ესე? რამეთუ ვითარცა არა ჯერ-არს დაჯდომად ტაბლასა ეშმაკთასა, ეგრეთვე არცა სმენაჲ სიტყუათა საეშმაკოთაჲ ჯერ-არს, არცა შემოსლვად სამოსლითა ხენეშითა ბრწყინვალესა ამას ტაბლასა და ბევრეულითა კეთილითა სავსესა, რომელი თავადსა ღმერთსა დაუგიეს. რამეთუ ესეოდენ არს ძალი მისი, რომელ მყისსა შინა ზეცად აღგჳყვანებს, უკუეთუ ოდენ წმიდითა გონებითა ვისმენდეთ მას; რამეთუ შეუძლებელ არს, რომელი ესრეთ ისმენდეს სიტყუათა ღმრთისათა, რაჲ-თამცა სოფლისა ამის სიმდაბლესა შინა ეგო, არამედ ფრთოვან იქმნების და ზეცისა სავანედ მიიწევის და საუნჯეთა მათ კეთილთასა მიემთხუევის, რომელთაცა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.