მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა II - კორინთელთა პირველისა ებისტოლისაჲ

წიგნის მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

მიზეზი კორინთელთა ებისტოლისაჲ

ხედვიდა ეშმაკი ქალაქსა მას კორინთისასა, ვითარმედ ესრეთ დიდ იყო და კერპთმსახურ და მოიქცა უფლისა მიმართ. ამისთჳს აცთუნნა ვიეთნიმე მათგანნი მდიდარნი და ფილაფოსნი, და თავით თჳსით, თჳნიერ კურთხევისა, წინამძღურობდეს ერსა შორის სულიერთა საქმეთა ზედა და ამისთჳს მრავალნი ერისა მისგანნი შეუდგეს მდიდართა მათ, ვითარცა უმეტესისა რაჲსამე შემძლებელთა, და ფილაფოსთა მათ, ვითარმცა უმჯობესად მოციქულისასა რასმე ასწავლიდეს და ამისთჳს მრავალნი განწვალებანი იქმნებოდეს მათ შორის, ხოლო წინამძღუართა მათ ერისათა მიუწერეს მოციქულსა და აცნობეს ესე ყოველი სტეფანაჲს მიერ და ფურტუნატოჲსა და აქაიკოჲსა, რომელთა მიერ მიუწერა მოციქულმან ყოველთა მათ პირთათჳის და თანა-წარავლინა ტიმოთეცა. ხოლო ვინაჲთგან ზუაობითა მათითა მდიდარნი იგი და ფილაფოსნი ქმნილ იყვნეს წინამძღუარ ერისა მის; ამისთჳს დაწყებასავე სიტყჳსასა პირველ ყოვლისა სწავლისა სიმდიდრესა მას ზედა და ფილაფოსობასა მას კაცობრივსა შემოსრულსა ზუაობასა დაჰჴსნის. და ესრეთ შემდგომითი-შემდგომად ასწავლის მათ ყოველსა კეთილსა.