პირი კორინთელთა მიმართ პირველისა ებისტოლისაჲ
ესე ებისტოლე მიუწერა ეფესოჲთ, რამეთუ ეხილნეს პირველ კორინთელნი და ესწავა მათდა, ხოლო მოაჴსენებს მათ ამის ებისტოლისა მიერცა სწავლათა თჳსთა. ხოლო მიზეზი ებისტოლისა მის ესე იყო, რამეთუ კორინთელნი შეკრებასა შინა მათსა ცილობათა იქმოდეს და რომელიმე სხუასა იტყოდა და რომელიმე სხუასა, და არა აქუნდა ერთობაჲ, და ამისთჳს უგულებელს-ყო ყოველივე წესიერებაჲ და აქუნდა ფრიადი განწვალებაჲ. და ერთსა ვისმე მათგანსა მამის ცოლი ცოლად შეერთო და სხუათა ენება ცოლთა მათთა დაგდებაჲ მიზეზითა ტყუვილით მოღუაწებისაჲთა, და სხუანი საკერპოთა შინა ჭამდეს, ვითარმცა არას ავნებდა ნაკერპავი, და სხუანი სხუათა მადლთა ღმრთისათა შეურაცხ-ჰყოფდეს. ხოლო რომელნი ენათა იტყოდიან, მათ შეიწყნარებდეს, და მერმე ამას ყოველსა ზედა სცთებოდეს აღდგომისათჳსცა, და იტყოდეს ვიეთნიმე მათგანნი, ვითარმედ არა აღდგებიან ჴორცნი ესე. ესე ყოველნი საქმენი რაჲ აღძრულ იყვნეს კორინთეს შინა, მიუწერეს წინამძღუართა მათ ერისათა მოციქულსა, ხოლო მან მიავლინნა მუნ ტიმოთე და მიუწერა ებისტოლე ესე. და პირველად აქებს სიბრძნესა და მეცნიერებასა მათსა, ხოლო აბრალებს განწვალებათა მათთჳს, რომელთა იქმოდეს, და ასწავლის, რაჲთა არა სიტყჳთ აქუნდეს სათნოებაჲ, არამედ ძალითა და საქმითა. და მერმე აბრალებს მისთჳს, რომელმან შეირთო მამის ცოლი ცოლად და დასდებს მისთჳს კანონსა, და ამცნებს, რაჲთა არა აქუნდენ ურთიერთას სარჩელნი, და ამისა შემდგომად მიუგებს მათ მიერ მიწერილთათჳს, და ქორწინებისათჳს მიუწერს, ვითარმედ არაჲ არს ბრალი მას შინა და არცა ცოდვაჲ, გარნა ჟამსა შინა ოდენ უბრძანებს კრძალვასა ლოცვისათჳს, ხოლო რომელთა მოღუაწებაჲ უყუარს, მათ ეტყჳს ქალწულებისათჳს, და ვითარმედ არა იძულებით, არამედ სწავლით ეტყჳს ამას. და მერმე ნაკერპავთათჳს ეტყჳს, რაჲთა არა ჭამდენ, არამედ სიწმიდით ვიდოდინ, და აყენებს საკერპოთაცა შინა ჭამასა, რაჲთა არა დაბრკოლდებოდინ მცირენი იგი. და მერმე სულიერთა მათ მადლთათჳს იტყჳს, რაჲთა არა განიწვალებოდინ მათ ზედა, არცა პატივ-სცემდენ ერთისა რაჲსმე მადლისა აღმასრულებელსა უფროჲს სხუათაჲსა, რამეთუ ყოველნივე ერთისა მის სულისანი არიან. და მერმე აღდგომისათჳს იწყებს სიტყუად, ვითარმედ ჴორცნი ესე აღდგებიან, რომელნი-ესე მოკუდებიან ხრწნილებით, ხოლო აღდგენ უხრწნელად, მადლითა ქრისტესითა, და დაამტკიცებს აღდგომასა მკუდართასა ქრისტეს აღდგომისა მიერ, და მერმე იწყებს სწავლად სათნოდ ცხორებისათჳს, და ამცნებს მსახურებისათჳს წმიდათაჲსა, და ესრეთ სრულ ჰყოფს ებისტოლესა თჳსსა.